მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2010 » მაისი » 7 » ადამიანს, რომელიც იმაზე სწუხს, რომ ღმერთი არ სწამს
01:29
ადამიანს, რომელიც იმაზე სწუხს, რომ ღმერთი არ სწამს


ინფორმაცია ფაილზე:
დასახელება: ადამიანს, რომელიც იმაზე სწუხს, რომ ღმერთი არ სწამს


რა ცოდვა ჩაიდინე ისეთი, რომ შენს თავზე ეს უბედურებათა შორის უბედურება მოიწია, რომ გაწყვიტე კავშირი სიცოცხლის საწყისთან და გონის მომნიჭებელთან, რომ განდექი იმისაგან, ვისი მარადიული ყოფიერებაც ჩვენს წამაერ ყოფიერებაზე აშკარაა და ჩვენი არსებობა მხოლოდ მისითაა გამართლებული?

ღმერთი არ იმალება ადამიანისაგან. ცოდვილი ადამიანი ემალება ღმერთს, ეფარება და ეფარება მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ დაჰკარგავს მას თვალსაწიერიდან, როგორც დაწერილია წინაპართა შესახებ, რომ როცა შესცოდეს, „დაიმალნეს ადანცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა" (დაბ. 3,8). როგორც მაშინ, ახლაც ისევე. ჩაიდენს თუ არა ადამიანი მძიმე ცოდვას, იგი ღმერთისაგან ბუნების ზურგსუკან იმალება და ქმნილებებს, ქვებს, ხეებს, ცხოველებს შორის იკარგება. თითქოსდა მოჩვენებით ნათესავებს შორის, ბუნების ჩრდილში იძირება და როგორც მზის დაბნელებას იტყვიან, როცა მთვარე ბუნების ამ ნათელ მეფეს გადაეფარება ხოლმე, ასევე შეიძლება ითქვას „ღმერთის დაბნელების" შესახებ - სიმართლის მზისა - მათთვის, ვინც ბუნების შემოქმედის თვალთაგან დასამალად ბუნებას ეფარება.

მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ადამიანური სიტყვებია, რამეთუ მზის დაბნელება იმას კი არ ნიშნავს, რომ მზემ ნათელი დაჰკარგა, არამედ მხოლოდ იმას, რომ ნათელი ჩვენს თვალთაგან დაფარულია. ასევე „ღმერთის დაბნელება" არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი დაიკარგა და იგი აღარ არსებობს, არამედ იმას, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის რაღაც ჩადგა და გადაფარა იგი მისი გონებისათვის. ეს „რაღაც" ადამიანური ცოდვაა.

ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფლებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად მოწმობენ მათი შემოქმედის ყოფიერებასა და მოქმედებას. მაგალითად, ძველი ეგვიპტელები ყველა არსებას აღმერთებდნენ, ყველაზე მეტად კი - შავ ხარს, რომელსაც აპისს უწოდებდნენ. ლეგენდის თანახმად, მოვიდა რომელიღაც ფარაონი, რათა აპისისათვის მსხვერპლი შეეწირა. როცა მან თაყვანი სცა ეგრეთწოდებულ ღმერთს, ხარმა იგი რქებზე წამოიგო და შორს მოისროლა. „ახლა ვხედავ, რომ შენ ღმერთი კი არა, ხარი ყოფილხარ!" რისხვით წამოიძახა ფარაონმა. ამაზე მას აპისმა მიუგო: „სწორედ ეს მსურდა შენთვის მეჩვენებინა, ამიერიდან ქედი მოუდრიკე მას, ვინც მე და შენ შეგვქმნა!".

შენ ამბობ: „ძნელია ირწმუნო, ვიდრე არ იხილავ!" მაგრამ რითი გსურს, რომ დაინახო: თვალით თუ სულით? თუკი - ხორციელი თვალით, მაშინ იგი, ვინც სამყაროზე დიდია, უნდა დაპატარავდეს, რათა შენს შეზღუდულ თვალსაწიერში მოთავსდეს. ხედავ კი საკუთარ გონებას თვალებით, ამასთანავე გაგულისდებოდი, თუკი ვინმე გეტყოდა, რომ ვერ დაიჯერებს შენს გონებრიობას, ვიდრე თვალით არ ნახავს. თუკი სულით გსურს უფლის ნახვა, მაშინ შეგიძლია, ნახო იგი, რამეთუ ადამიანის სული სამყაროზე ვრცელია და „სულ არს ღმერთი" (იოან. 4,24) ...მაგრამ სული შენი სპეტაკი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ წმიდანებს აქვთ აღთქმული - უმზირონ უფალს.

სასწრაფოდ გაიქეცი იმ უკუნიდან, რომელმაც ობობასავით გახლართა შენი სული, ცოდვით დაცემის შემდგომ ადამი უფლისაგან გარბოდა. მაგრამ მოწყალე შემოქმედი არ გაქცეულა საკუთარი ქმნილებისაგან, არამედ მიუახლოვდა და დაუძახა: „ადამ, სად ხარ?" (დაბ. 3,9). იგი შენც გიხმობს, ნუთუ არ გესმის: „კეთილო, სად ხარ?" მიაქციე სახე სინათლისაკენ, ძისაკენ ნათლისა, რამეთუ მამა ნათლისა მხურვალე სიყვარულით გიხმობს შენ.

ისმინე და იცოდე: არავის ხალხში არ გაუთქვამს სახელი, გარდა იმათი, ვინც ღმერთი ადიდა.
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 932 | დაამატა: KrisTaL | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024