მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2010 » აპრილი » 2 » აღდგომა
23:18
აღდგომა


ინფორმაცია ფაილზე:
დასახელება: აღდგომა


 

§ აღდგომა

აღდგომა არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით.

§ ვნების კვირა

იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ მოგვითხრობს ახალი აღთქმა, კერძოდ, ოთხი სახარება, რომლებიც დაიწერა ოთხი მახარებლის, მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს მიერ. სახარებებშია გადმოცემული ქრისტეს ცხოვრება, სწავლება, ჯვარცმით სიკვდილი და აღდგომა. ამჯერად ყურადღებას ვაქცევთ იესოს ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო კვირას, რომელსაც ჩვენ ტრადიციულად ვნების კვირას ვუწოდებთ.

პასექის დღესასწაულამდე ქრისტე შედის იერუსალიმში. ხალხი, რომელსაც უკვე შეეტყო ლაზარეს გაცოცხლების შესახებ, ზეიმით ხვდება იესოს. ამ დღესთან დაკავშირებით, აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ეკლესია აღნიშნავს ქრისტეს იერუსალიმში შესვლას, რომელსაც საქართველოში ბზობის დღესასწაულს ვუწოდებთ.

დიდი ხუთშაბათი – ქრისტე აწესებს ზიარების საიდუმლოს საიდუმლო სერობის დროს. იმავე ღამეს იესო მიდის თავის სამ მოწაფესთან ერთად იმ ადგილზე, რომელსაც ჰქვია გეთსიმანია, სადად იგი ლოცულობს. იქვე მას შეიპყრობენ ჯარისკაცები, რომლებსაც მოუძღვება მოღალატე მოციქული, იუდა ისკარიოტელი. ქრისტე მიყავთ იუდეველთა მღვდელმთავარ კაიაფასთან.

წითელი პარასკევი – გათენებისას მღვდელმთავრებმა და ხალხის უსუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. შეკრეს იგი და გადასცეს პილატეს – განმგებელს. ტრადიციულად, რომის პროცურატორს სურდა პასექის დღესასქაულთან დაკავშირებით გაეთავისუფლებინა ერთი ბრალდებული, იმ იმედით რომ ხალხი ქრისტეს გაათავისუფლებდა. მაგრამ იუდეველ უხუცესთა ჩაგონებით, ხალხმა ყაჩაღის, ბარაბას გათავისუფლება ისურვა. იოანე აღნიშნავს, რომ იესო ჯვარს აცვეს პასექის დღესასწაულზე. პასექის დღესასწაულზე კრავის დაკვლა არის წინარესახე ახალი აღთქმის პასექისა – ქრისტეს, როგორც ღვთის კრავის დაკვლა კაცობრიობის ცოდვებისათვის. ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის შემდეგ, იოსებ არიმათიელი, სთხოვს რა პილატეს იესოს დაკრძალვას, ასვენებს მის სხეულს აკლდამაში.

დიდი შაბათი – მღვდელმთავრები, რომლებსაც ახსენდებათ, რომ ქრისტე ლაპარაკობდა სიკვდილიდან მესამე დღეს მის მკვდრეთით აღდგენაზე, სთხოვენ პილატეს აკლდამასთან ჯარისკაცების დაყენებას აკლდამის დასაცავად, რათა იესოს მოწაფეებს არ მოეპარათ მისი სხეული და ამით არ შეექმნათ წარმოდგენა მის აღდგომაზე.

კვირა, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა – შაბათის შემდეგ საფლავთან მიდიან მენელსაცხებლე ქალები, მათ წინ საფლავზე ჩამოდის ანგელოზი, მიწა იძვრის, რაც ჯარისკაცების შიშს იწვევს. ანგელოზი აუწყებს ქალებს, რომ ქრისტე აღსდგა. მარიამ მაგდალინელი, რომელიც ყველაზე ადრე მივიდა აკლდამასთან, აუწყებს პეტრეს და იოანეს, რომ მოძღვრის სხეული აკლდამაში აღარ არის, რაშიც რწმუნდებიან პეტრე და იოანე, როდესაც საკუთარი თვალით იხილავენ ამას.

ჯარისკაცები კი ამ ამბავს უყვებიან მღვდელმთავრებს. მღვდელმთავრები მათ მოქრთამავენ, რათა მათ თქვან, რომ როდესაც მათ ეძინათ, იესოს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარეს.

როდესაც მოციქულები წავიდნენ, საფლავთან დარჩა მარიამ მაგდალინელი. მას გამოეცხადა ორი ანგელოზი, ხოლო შემდეგ კი თავად ქრისტე, რომელიც მარიამს თავიდან მებაღე ეგონა. მოწაფეებთან მიმავალ მარიამს გზაში ხვდება მეორე მარიამი, მათ აქ ეცხადებათ იესო, რომელიც მათ ავალებს აუწყონ მოციქულებს ეს ამბავი. მოციქულები არ იჯერებენ მარიამის ნათქვამს.

ქრისტე ეცხადება ემაუსისაკენ მიმავალ ლუკას და კლეოპას, რომლებიც მას იცნობენ, როდესაც იესო მათთან პურობისას პურს აკურთხებს, ხოლო შემდეგ კი ქრება.

იმავე საღამოს, ქრისტე ეცხადება თავის მოწაფეებს, გარდა თომასი.

8 დღის შემდეგ იგი კვლავ ეცხადება მოწაფეებს, რომელთა შორის თომაც იმყოფება და რომელიც ირწმუნებს მის აღდგომას მის ჭრილობებთან შეხების შემდეგ.

შემდეგი 40 დღის შემდეგ ქრისტე ეცხედება მოწაფეებს ტივერიადის ტბასთან, გალილეაში, თევზჭერის დროს, სადაც იგი აღადგენს პეტრეს მოციქულობას, რომელმაც უარყო იგი.

აღმგომიდან მეორმოცე დღეს იესო ზეცად ამაღლდება.

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ხდება მოციქულებზე უფლის მიერ შეპირებული სული წმინდის მოფენა.



§ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა, სააღდგომო ტრადიციები

ქრისტიანული ტრადიციით, დიდი შაბათის ღამეს მორწმუნეები ელოდებიან ქრისტეს საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას. ცეცხლის გადმოსვლას მორწმუნენი ზეიმით ხვდებიან, სასულიერო პირები საზეიმოდ მიუძღვებიან ცეცხლს იერუსალიმის ტაძრებში. ხალხი ინაწილებს წმინდა ცეცხლს, მიაქვთ შინ და ცდილობენ მთელი წლის განმავლობაში შეინახონ იგი.

აღდგომის დღესასწაულიდან ამაღლების დღესასწაულამდე მიღებულია მისასალმებლად მილოცვა: "ქრისტე აღსდგა!’’, რაზეც პასუხობენ: "ჭეშმარიტად აღსდგა!”.

სააღდგომო ღვთისმსახურების შემდეგ აკურთხებენ სადღესასწაულო ორცხობილას, კვერცხებს. მორწმუნეები ერთმანეთს ჩუქნიან სადღესასწაულო კვერცხებს. გადმოცემის თანახმად, როდესაც მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აუწყა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, იმპერმატორმა თქვა, რომ ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ის, რომ კვერცხი გაწითლდეს. ამის შემდეგ კვერცხი მართლაც გაწითლდა. მართალია, სააღდგომო კვერცხებს სხვადასხვა ფერად ღებავენ, მაგრამ მაინც მთავარი ფერი წითელია.

აღდგომის სიმბოლოა ასევე კრავი, რომლიხ ფორმასაც აძლევენ სააღდგომო ნამცხვარს.

არსებობს ასევე ტრადიცია, რომ ტაძრის გარეთ ანთებენ კოცონს, რომელთანაც შეიზლება გათბობა ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, რაც გაგვახსენებს იმ ღამეს, როდესაც პეტრე იჯდა კოცონთან, ქრისტეს სანამ უარყოფდა.

არსებობს ტრადიციები სხვადასხვა კულტურებში, რომელიც დაკავშირებულია ვნების კვირასთან, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან.

დღესასწაულს, რომელსაც ქართველები ბზობას ვუწოდებთ, შვეიცარიაში ჰქვია "ზეთისხილის”, ხოლო იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში – "პალმის” კვირა. ამ დღესასწაულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ხალხში დიდი ხანია გავცელებულია შეხედულება, რომლის თანახმად ნაკურთხ ტოტებს აქვთ ძალა, რომელიც იცავს ადამიანს ავი თვალისგან. მათ წვავდნენ უამინდობის დროს, რათა სახლი დაცვათ. ნაკურთხ ტოტებს ჩუქნიან ასევე მეგობრობისა და სიყვარულის ნიშნად.

ძველად ავსტრიაში ტაძარში მიდიოდნენ ნამდვილი ჯოხებით, ერთ მეტრამდე სიმაღლით. ჯოხები მორთული იყო ლენტებით, თხილით, ვაშლებით. საფრანგეთში, სადაც ბზობას "ყვავილოვან” კვირას უწოდებენ, ხეებსაც რთავენ, ხოლო ესპანეთში კი იხსნება ე. წ. "ტოტების დახლები”. ნაკურთხ ტოტებს აჭედებენ ხშირად სახლის კედლებზე, ინახავენ სახლში. უნგრეთში სჯერათ, რომ ამის შემდეგ სახლს არ ეკარებიან გველები და ბაყაყები. რუმინეთში კი ტოტებს სახლის გარეთ აჭედებენ, სახლში მათი შეტანა კატეგორიულად აკრძალულია, მათთვის ეს ცუდის ნიშანია.

ვნების კვირა, როგორც წესი ძალზე წყნარია. ყველაზე სევდიანი დღე პარასკევია, ამ დღეს ზარის რეკვაც წყდება.

ბელგიასა და ნიდერლანდში არ არის სასურველი მუშაობა დურგლებისა და მჭედლებისთვის, ხოლო მეზღვაურთათვის – ზღვაში გასვლა. სამაგიეროდ სასურველია ხეხილის მორწყვა, რათა მოსავალი იყოს დიდი. უნგრეთში არ არის მიღებული ამ დროს საშინაო საქმეების კეთება, ზოგჯერ ქალები თმებსაც კი არ ივარცხნიან, სამაგიეროდ სასურველია ბაღში საქმიანობა, მაგალითად, თესვა. გერმანიაში ამას აკეთებენ ხუთშაბთს, სადაც ამ დღეს "მწვანეს” უწოდებენ. პარასკევს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაქუჩისა და ლურსმნის ხელში აღება. შაბათი გერმანიაში დალაგების დღეა, კიოლნში ამ დღეს "იუდას გამოხვეტვასაც” უწოდებენ.

ბულგარეთში ხუთშაბათს აცხობენ სადღესასწაულო ნამცხვარს, ჩეხეთში ამ დღეს მწვანე ფერის საჭმელებს მიირთმევენ. სერბეთში კი უპირატესობა ეძლევა ჭინჭარს ჯანმრთელობისთვის. ამ დროს არ არის იქ მიღებული თმის დავარცხნა და დაბანა. სკანდინავიის ქვეყნებში კი პირიქით, ხუთშაბათი იწოდება "სუფთად”. ამ დღეს ბანაობენ და რეცხავენ სარეცხს, ნათლავენ შინაურ ცხოველებს და პირუტყვს. შაბათს კი ბანაობენ ცივ წყალში, " მავნე პიქრების გასადევნად”. პარასკევი აქ ითვლება ყველაზე მძიმე მუშაობის დღედ, შაბათი კი ყველაზე მხიარული დღეა, როცა ხალხი აჩვენებს, რომ მზად არიან ზეიმისთვის. ყველაზე წყნარად იქცევიან ფინელები, ისინი ცდილობენ მთელი კვირა არ იცინონ და არ უსტვინონ.

დიდ ბრიტანეთში არ არის მიღებული პარასკევს რეცხვა, რასაც, მათი აზრით, უბედურება მოაქვს. სლოვანიასა და ხორვატიაში არ უხარიათ პარასკევს სტუმრის მიღება, რადგან, მათი რწმენით, მას უბედურება მოაქვს. რუმინეთში პარასკევს მიღებულია მხოლოდ სააღდგომო ნამცხვრის გამოცხობა და კვერცხების შეღებვა.

ჩეხეთში ქუჩაში ჩხაკუნით "აშინებენ იუდას”.

ესპანეთში ვნების კვირას მიღებულია მთელი კვირის განმავლობაში რელიგიური წარმოდგენების გამართვა, საკმაოდ გავრცელებულია ასევე საგალობლები.

იტალიაში შაბათს, შუადღეს იწყებენ ზარების რეკვას. ამას ეწოდება Gგლორია. ითვლება, რომ ამ დროს დაწყებული ყველა წამოწყება წარმატებულია, ამიტომ ხშირად დედები ბავშვებს ამ დღეს ასწავლიან სიარულს. ჩრუმორწმუნე იტალიელები დაკავებულები არიან სახლიდან მწერების გაყრით. ამ დღეს ისინი ხშირად ულოცავენ მწერებს.

შაბათს ევროპის ქვეყნებში უკვე საზეიმო განწყობაა. ბელგიასა და ნიდერლანდში სახლიდან ცოცხით "აშინებენ” სამარხვო დროს და ეპატიჟებიან სააღდგომოს.

ევროპაში აღდგომის განუყრელი ატრიბუტია (პირველ რიგში კათოლიკეებში) სააღდგომო კვერცხები და კურდღელი, რომელსაც ეს კვერცხები მოაქვს.

გავრცელებულია რწმენა, რომ კვერცხი, რომელიც იდება აღდგომამდე ბოლო ხუთშაბათს ან პარასკევს, არ ფუჭდება. გერმანიაში ასეთი კვერცხის ჭამას ურჩევენ უშვილო ქალებს, რომლებსაც შვილის ყოლა სურთ. ბულგარეთში შეღებილ და ჯერ კიდევ გაუმშრალ კვერცხებს ბავშვებს სახეზე უსვამენ, რათა იყვნენ ლამაზები და ჯანმრთელები. ახალგაზრდა ქალები კი ვაჟებს ჩუქნიან სააღდგომო კვრცხებს ნიშნად მოწონებისა. ნიდერლანდსა და ბელგიაში ახლაც სჯერათ კვერცხის დამცავი ძალისა მეხისა და ხანძრისაგან.

სააღდგომო კვერცხებს ღებავენ, მაგრამ ასევე პოპულარულია მათი მოხატვა, რაც, ზოგიერთის აზრით, ეგვიპტიდან მოდის.

სააღდგომო კვერცხებთან დაკავშირებულია მრავალი გართობა ევროპულ ქვეყნებში. კვერცხებს აგორებენ გორაკებიდან ან ბალახზე, ესვრიან ერთმანეთს, ზოგჯერ მონეტებსაც ესვრიან და ასეთი რამის ნახვა ევროპული ქალაქების მოედნებზე ხშირად ხდება.

გერმანიაში გავრცელებულია თამაში: 100-200 კვერცხს ალაგებენ გარკვეულ მანძილზე დაშორებით ერთმანეთისგან, შემდეგ იწყება მათი ძებნა. გამარჯვებულია ის, ვისი " მოსავალიც” მეტი იქნება.

ბავშვების საყვარელი თამაშია "კვერცხებზე ნადირობა”. თამაშის დროს ბავშვები ცდილობენ იპოვონ ყველა დამალული კვერცხი სახლსა და ბაღებში. ძველად სჯეროდათ, რომ სააღდგომო კვერცხები მოჰქონდათ წეროებს, მელიებს, მამლებს, გუგულებს, ვირებს. აღდგომის კურდღელი ყველაზე პოპულარულია გერმანიაში. იქ ამზადებენ უამრავ შოკოლადის კურდღელსა და კვერცხს სააღდგომოდ. მის დაკავშირებას აღდომასთან ბევრი ახსნა აქვს. ერთ-ერთი მოსაზრებით, სააღდგომო კურდღელი კავშირშია გაზაფხულის ქალღმერთ Eostre -თან, რომლის ატრიბუტიც არის კვერცხი და კურდღელი, ხოლო გერმანულად აღდგომა არის ოსტერნ. იმასაც იხსენებენ, რომ კურდღელი მთვარის ცხოველია, ხოლო აღდგომის დღესასწაული კი ზუსტად მოსდევს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველ სავსემთვარობას. ვერსიები საკმაოდ ბევრია.





ვემსგავსოთ ქრისტეს მოწაფეებს
 
 აღდგომას მართლმადიდებელ ქრისტიანთა ქცევისათვის
 
ძველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის განმავლობაში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ საზოგადო მსახურებისათვის. პირველ ქრისტიანთა ღვთისმოსაობის შესაბამისად VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მორწმუნეთათვის დაადგინეს: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღიდან კვირაცხოვლობამდე (თომას კვირამდე) მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში მორწმუნენი ყველა ტაძარში განუწყვეტლივ უნდა გალობდნენ, იხარებდნენ და ზეიმობდნენ ქრისტეში, საღვთო წერილს კითხულობდნენ და წმიდა საიდუმლოებებით ტკბებოდნენ. ამრიგად ქრისტესთან ერთად ჩვენც აღვდგებით და ავმაღლდებით. ამის გამო აღნიშნულ დღეებში არამც და არამც არ ტარდება დოღი და სხვა სახალხო სანახაობები".

ძველი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განამშვენებდნენ ღვთივსათნო საქმეებით, მოწყალებითა და ქველმოქმედებით. უფლის მიბაძვით, რომელმაც თავისი აღდგომით ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებიდან გამოგვიხსნა, ღვთისმოშიში მეფეები აღდგომის დღეებში საპყრობილის კარებს ხსნიდნენ და ტყვეებს შეუნდობდნენ (მაგრამ არა სისხლის სამართლის დამნაშავეებს). უბრალო ქრისტიანები ამ დღეებში შეეწეოდნენ ღატაკებსა და უპოვართ. აღდგომის დღეს ნაკურთხ საჭმელს ღარიბებს ურიგებდნენ და ამით მათ ბრწყინვალე დღესასწაულის მონაწილეთ ხდიდნენ. ძველი წმიდა ჩვეულება, რომელიც ღვთისმოშიშმა ქრისტიანებმა დღემდე შემოინახეს, იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში არცერთი საეკლესიო მსახურება არ გამოტოვონ. ჩვენც მივემსგავსოთ ძველ ქრისტიანებს! ვეცადოთ, რომ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საყოველთაო ზეიმად ვაქციოთ.
 
 
აღდგომის დღეს მისალმებისა და ურთიერთმთხვევის შესახებ
 
ცისკრის შემდეგ მღვდელმსახურები ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავენ საკურთხეველში. ტაძრის წინამძღვარი, დანარჩენი მღვდლები და დიაკვნები ერთმანეთს ეუბნებიან: „ქრისტე აღსდგა!" და პასუხობენ: „ჭეშმარიტად აღსდგა!" ასევე ესალმებიან ერთმანეთს ერისკაცებიც. შემდეგ ღვთისმსახურები გამოდიან საკურთხევლიდან, მორწმუნეთ ამბიონიდან ულოცავენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას და სამგზის მიმართავენ მათ: „ქრისტე აღსდგა!" მრევლი კი პასუხობს: „ჭეშმარიტად აღსდგა!" ამ სიტყვებით მისალმების ჩვეულება აღდგომის დღესასწაულზე ძალიან ძველია. ქრისტეს აღდგომის სიხარულით მისალმებისას ჩვენ ვემსგავსებით ქრისტეს მოწაფეებს, რომლებიც მისი აღდგომისას „იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდვილვე აღდგა უფალი და ეჩუენა სვიმონს" (ლუკა 24, 34). მოკლე გამონათქვამში - „ქრისტე აღსდგა!" თავმოყრილია მთელი ჩვენი რწმენა, ჩვენი სასოების სიმტკიცე და შეურყევლობა, მთელი სისავსე მარადიული სიხარულისა და ნეტარებისა. ამ სიტყვებს ყოველწლიურად მრავალგზის ვიმეორებთ და მაინც მუდამ ახალი და მნიშვნელოვანია. ამ სიტყვებით მორწმუნეთა გული ღვთაებრივი ცეცხლით ივსება, აღაფრთოვანებს მათ და გრძნობენ მკვდრეთით აღმდგარი უფლის მყოფობას. რასაკვირველია, ჩვენი მისასალმებელი სიტყვები: „ქრისტე აღსდგა!" და „ჭეშმარიტად აღსდგა!" შთაგონებული უნდა იყოს ქრისტესადმი ცოცხალი რწმენითა და სიყვარულით.

ამ სააღდგომო მისალმებას უკავშირდება ურთიერთმთხვევაც. ეს ძველი, ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან არსებული ნიშანია შერიგებისა და სიყვარულისა. ძველი დროიდან აღესრულებოდა და აღესრულება იგი აღდგომის დღეებში. აღდგომის დღეების ამ ამბორის შესახებ წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „დაე, გვასხოვდეს ის წმიდა მთხვევა, რომელსაც ღვთისმოშიშ ხვევნასთან ერთად ვუძღვნით ერთმანეთს".
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1722 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024