მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 16 » არ იფიქრო, რომ მიგატოვებ
23:13
არ იფიქრო, რომ მიგატოვებ


***
ის რომ ვიცოდეთ სად ვცდებით,
ალბათ არასდროს შევცდებით.
ეკლიან გზებსაც ავცდებით
და შორს მწვერვალებს გავცდებით.
თუმც ვერანაირი აცდენით,
ბედისწერას ვერ აცდები,
ამაო იქნება განცდები,
ამაში მართლა არ ვცდები...


***
საფლავების წინ მარტოდ-მარტო ვდგევარ მოხრილი,
მალე სიკვდილიც სატრფოსავით შემომხვევს მკლავებს,
მომჩერებია შავი გამე-თვალგამოთხრილი,
და სიბნელეში უეცარი დარდები მკლავენ,
და ჩურჩულებენ ხის ფოთლები:რისთვის მოხვედი?
სადღაც ჭრიჭინაც დაუნდობლად აღვიძებს საფლავთ,
არა დარჩება ნუთუ ჩემგან ამაზე მეტი?
და თუ დარჩება ჩვენს წამებად იქნება ალბათ...
აქ ეულ საფლავს შერჩენია დამჭკნარი ვარდი...
ეს სასაფლაოც ატირდება ვტირივარ როგორც...
ამ ქალსაც მგონი გაჰყოლია იმ ქვეყნად დარდი,
ამ ვაჟკაცს თურმე ჰყვარებია ლამაზი გოგო...
და ბედისწერის ყველა გზები აქეთკენ მოდის,
და საფლავთ იქით ოცნებათა თავდება თოვა,
მეც მოვალ ალბათ...რა აზრი აქვს როგორ ან როდის...
ასე კი არა, უფრო ჩუმად, გულგრილად მოვალ...
მოვკვდები ალბათ ისე როგორც კვდებოდა ყველა,
და არაფერი არ იქნება ამაში უცხო,
იქნება დილა, და ზეციდან ფიფქების ცვენა,
იქნება სევდა, და სიცივე იქნება უფრო,
მოვკვდები მარტო, მოხიბლული ლამაზი დილით,
გავქრები ისე, როგორც ღამე დააკვდა ფარდებს...
და სიკვდილის წინ უეცარი ამიტანს ჟინი,
და სიკვდილის წინ ვერ ავიტან წამებას ამდენს...
და დავინახავ მე პოეტის უსუსურ სხეულს,
და დავინახავ ჩემს ორეულს სიცოცხლის კართან,
და როცა ცრემლი მომადგება ნათელს და ეულს,
ჩემივ სიკვდილით მოხიბლული დავრჩები ალბათ...
შემეყინება ბაგეებზე გრანელის ლექსი,
გარეთ კი ისე უთავბოლოდ იქნება თოვა...
და ჩემი ბოლო გაფიქრება დარჩება ცრემლში,
და ცრემლი ჩუმად დაადნება თვალების ოვალს



***
არ იფიქრო, რომ მიგატოვებ, როცა აღარ ვიქნები! არ გეგონოს, რომ დაგივიწყებ, როცა წავალ. მე მოვალ ზამთრის ერთ-ერთ სუსხიან დღეს. მოვალ თოვლად. იცი, როგორ თოვლად?! ლამაზ ფიფქებს, რომ ბარდნის ხშირად, სახეში, რომ გაყრის თავის ფანტელებს და თვალში გამოხედვას, რომ არ გაცდის. ცას, რომ ახედავ და ფთილების კორიანტელი თავბრუს, რომ დაგახვევს.

მე მოვალ შენთან, როდესაც ძალიან მომენატრები, მომინდება შენთან შენთან ყოფნა. ზამთრის ერთ სუსხიან დღეს, მოვა თბილი და ლამაზი თოვლი, მოვა შენთან და მხოლოდ შენთვის. შენ იქნები ბედნიერი.

მოვალ და მოგეფერები, სახეზე მოგელანები, ფეხქვეშ დაგეგება თეთრი სპეტაკი თოვლი. შენ კი, ალბათ, ისევ ვერ შემამჩნევ, ისევ ცივად გამივლი, გადამაბიჯებ. თუმცა გულის პატარა კუნჭულში სიხარულის სხივი დაგიწყებს ციალს, შეიძლება ვერც მიხვდე რატომ. თუმცა მაინც იგრძნობ, რომ ეს მე ვარ, ჩემს გამოა ეს ყველაფერი.

მოვალ ყოველთვის, როცა მომენატრები, როცა შეგნიშნავ, რომ მარტოდ გრძნობ თავს. მოვალ და შენთან დავრჩები, სანამ იძულებით არ დამატოვებინებენ მიწას. მოვალ ზაფხულშიც და გაზაფხულზეც. ხალხი შეშფოთდება. წარმოიდგინეთ, თოვლი ზაფხულში!!! დაიწყებენ მიზეზის ძიებას. ყველაფერს მიედ-მოედებიან, მაგრამ ვერასოდეს გაიგებენ და არც არასოდეს დაიჯერებენ, რომ ყველაფერი ჩემი სიყვარულით იწყება.

მე მოვალ შენთან, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, გიპოვნი სამყაროს ყველა განზომილებაში.

წელიწადის ნებისმიერ დროს.

მოვალ თოვლად, თოვლად - ლამაზ, ბუთხზა ფანტელებს, რომ ბარდნის და სახეში გახლის, ცაში ახედვისას თავბრუს რომ გახვევს და მაინც, რომ გულს გიხარებს.

მოვალ, როდესაც მარტოდ იგრძნობ თავს და არასოდეს მიგატოვებ.

ეს იმიტომ, რომ

მე შენ მიყვარხარ!!!!



კატეგორია: LOVE | ნანახია: 925 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2017