თვაილიაითის ფანების კალენდარში დროა ორი თარიღი კვლავ წითლად აღინიშნოს ცნობილია Breaking Dawn - Twilight საგის მეოთხე ნაწილის ეკრანიზაცია ორ ნაწილად დაიყოფა, ანუ სულ თვაილაითის 5 ფილმს ვიხილავთ Breaking Dawn პირველ ნაწილს 2011 წლის 11 ნოემბერს ვიხილავთ ხოლო მეორე ნაწილს 2012 წლის 16 ნოემბერს, ანუ 1 წლის შემდეგ. ორივე ფილმს ბილ კონდონი ურეჟისორებს ფილმის მსახიობები ინტერვიუში, განიხილავენ ფილმის ორად გაყოფის იდეას: ტეილორ ლოტნერი თვლის, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. რადგან დიდი მასალაა: 1. ბელა და ედვარდის ქორწილი, 2. ბავშვი, ბელას გავამპირება 3. ბრძოლა რენესმეს გადასარჩენად. კრისტენ სტიუარტი კი მიიჩნევს, რომ მრავალნაწილიანი ფილმის ღირსეული ფინალის დამუშავება ძალიან რთულია, არ სურს ფილმი დაუსრულებელი დარჩეს და აუცილებლად თვლის ფილმი 2 ნაწილად გაიყოს. და მართლაც მე-4 ნაწილი ყველაზე მასიური და მრავალფეროვანი იქნება