მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2010 » მარტი » 27 » კანადური ოქროს მონეტა
17:20
კანადური ოქროს მონეტა


2007 წლის 3 მაისს, კანადის სამეფო ზარაფხანამ საზეიმოდ წარმოადგინა ახალი მონეტა, რომელსაც ძნელად თუ შეიძლება მონეტა უწოდო. 100 კილოგრამი წონის მქონე სუფთა ოქროს ფირფიტა, რომელიც 50 სმ დიამეტრისაა და 3 სმ სისქე აქვს ალბათ უფრო მეტად არა მონეტის, არამედ შთამბეჭდავი მასიური ოქროს ქანდაკების შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ექსკლუზიურ მონეტას სამეფო ზარაფხანაში ოქროს ნეკერჩხლის ფოთოლი უწოდეს. მას 1 მილიონი კანადური დოლარის ღირებულება აქვს. ცხადია, 100 კილოგრამიანი მონეტა არც მიმოიქცევა და არც საკოლექციო დანიშნულებით გამოიყენება. იგი უფრო მეტად კანადის და ამ ქვეყნის ზარაფხანის რეკლამირებისა და საერთაშორისო რეპუტაციის კიდევ უფრო გამყარებისთვის ჩამოასხეს. იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც საჩვენებელი ნამუშევარი კანადის სამეფო ზარაფხანის ახალი სერიის ოქროს ნეკერჩხლის მონეტებისა, რომლებიც 1 უნცია 99.999% სუფთა ოქროს ზოდისგან მზადდება. აღნიშნული მონეტები მხოლოდ სპეციალური შეკვეთის საფუძველზე მზადდება და დღეისათვის მხოლოდ 5 ცალია გამოშვებული.

თუმცა, თურმე კანადა პირველი ნამდვილად არ არის გრანდიოზული მონეტების გამოშვებაში. 100 კგ წონის 50 სმ-იანი გიგანტური მონეტის გამოშვებამ ბევრს ავსტრიის 100 000 ევროს ოქროს მონეტა მოაგონა, რომელიც 31 კილოგრამს იწონის და 37 სანტიმეტრის დიამეტრისაა. მაგრამ, როგორც ხედავთ, დღეისათვის ავსტრიულ ბუმბერაზ მონეტას თავისი გაბარიტებითა და წონით მაინც კანადური ოქროს ნეკერჩხლის ფოთოლი ჯობნის. გრანდიოზულია ასევე მისი ნომინალიც - 1 000 000 კანადური დოლარი.

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1077 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024