მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 29 » ლექსები სიყვარულზე
13:27
ლექსები სიყვარულზე

სიყვარული

სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,

სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,

სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია

ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია.

სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე

სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,

სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი

სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი.

სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად

სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ

სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც

სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!

სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი

სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის

სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა

სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა

სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები

სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!


***

ერთიანში სიცარიელე სიცარიელეში სივრცე სივრცეში ვარსკვლავები დღეს ვერაფერი გკითხე კითხვაში აზრი აზრში მიზანი შენში ღმერთია მიზანი ერთია ერთი გულია გულში სულია მიზანი რეალურია ის თვით სიყვარულია.

                      

 ***

მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?

მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?

მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?

მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?

მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი,სევდაც ცოტა?

მერე რაა,რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?

მერე რაა,რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ,

მერე რაა,რომ მეშინია ნაპოვნიდან -დაკარგვამდე.

 

 

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი!

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,

მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.

მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,

ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!

ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,

უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!

გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო

შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი

ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,

ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,

რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი

და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.

ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი

ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!

ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები

საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,

საღამო ნელდება და კვდება ვარდები...

მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..


 

მინატრე და მოვალ!

ვიცი, დიდი ხანია მელოდები...

ისიც ვიცი, ჩემსავით ოცნებობ თბილ ოჯახზე, ერთგულ მეუღლეზე, ლამაზ შვილებზე...

თუკი მინატრებ, მე აუცილებლად მოვალ შენთან...

მოვალ და თრთოლვით შევეხები შენს ნაზ, თოვლივით თეთრ თითებს,

ჩაგხედავ უძირო ზღვისფერ თვალებში,

მერე კი ჩურჩულით გეტყვი:

"ჩემთვის ყველაფერი შენ ხარ, მე შენით ვხედავ მზეს და ცას, ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს".

 

 

 

 

***

დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.

დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.

დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.

დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას. დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.

დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,

და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.

დაიფიცე, რა!


კატეგორია: LOVE | ნანახია: 1516 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024