მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 16 » Love
21:36
Love



***
ვიცი არსებობს ზეცაში ღმერთი,
არსებობს ცოდვა დიდი და მცირე,
რაგინდ თვალებში მაყარონ ფერფლი,
არც დავმცირდები, არც დაგამცირებ.

უსასოობა თვალებში მიმზერს,
ასე მგონია დავრჩი წყალგაღმა,
თუმც ბევრს ვპოულობ ტირილის მიზეზს,
მაინც ვერ ვბედავ ტირილს ხმამაღლა.

ვიცი არსებობს ცრემლის სიმლაშე,
ვიღაცის შიში და მორიდება,
და მჯერა მართალს უფლის წინაშე,
თავის მართლება არ მომინდება.

ვიცი არ მომცემს სინდისი ნებას,
ვინმეს სიმხდალით თავი გავაცნო,
მე შეველევი უძირო გრძნობას,
უფრო მაღალი რწმენის სანაცვლოდ.

ვიცი სიკვდილზე ძნელია უფრო,
როცა ჭრელ მინდორს სეტყვა გადახნავს,
როდესაც რჩები ზეცაში უფრთოდ,
და გიკრძალავენ ტირილს ხმამაღლა.


***
შენ დაიბადე, იყავ ქართველი,
შენი თავის და ქვეყნის მმართველი,
დღეს ღმერთი იყოს შენი მფარველი,
შენი გმირობით შენ თქვი სათქმელი!

შენი მიწისთვის, შენი წყალისთვის,
შენი ქვეყნის და შენი თავისთვის,
შენ დაიღუპე გმირულად ველზე,
ვხედავ დიდ ტკივილს შენს დედის ცრემლზე!

მე ვხედავ ირგვლივ გმირებთა საფლავს,
რომელსაც ზეცით ისეო ფარავთ,
საფლავის ირგვლივ გმირებთა მშობლებს,
თვალიდან ცრემლი, ცრემლი ცრემლს მოსდევს...

ცრემლი ტკივილის ეხება ბაგეს,
რომელიც დასდის ანგელოზს სახეს,
ეს არის ცოლი... ის ნაზი ქალი,
რომელმაც ტირილით მოიკლა თავი!

როცა იხილა სხეული მკვდარი,
რომელმაც შესწირა სამშობლოს თავი,
მან მიატოვა ცხოვრება მკაცრი,
და ვერ გაიგო შვილების ფასი!

რატომ აღმოჩნდა ცხოვრება ფარსი?


***
მე და შენ დავშორდით
მწუხარედ, დიდი ხნით;
ცრემლებს ძლივს ვახშობდით
ნახევრად მშვიდი ხმით,
ვიგრძენი — გაცივდა
ეგ ლოყა, ეგ კოცნა,
მე სევდა მაცრიდა
იმ დღიდან საოცრად.
ცისკარი ცვრიანი,
მსუსხავი ქარები,
ყოფილა ნიშანი
დღეის მწუხარების.
გატეხე შენ ყველა
აღთქმა და ფიცილი,
შენ გქვია შერცხვენა,
მე მქვია — სირცხვილი;
თუ სადმე გახსენეს,
ვძრწივარ ხსენებაზე,
თავზარით ვიხსენებ —
როგორ მეძვირფასე?
იმათში ვინ არის,
გცნობდეს ჩემზე მწარედ!
მე დიდხანს გინანებ,
გინანებ მხურვალედ...
ვხვდებოდით იდუმალ,
ახლა კი მარტო ვარ,
და ვწუხვარ კვლავ ჩუმად
შენსას გულმჩატობას.
გავლენ გრძელი წლები,
თუ შეგხვდი ურვილი,
გაგეცნაურები
ცრემლით და დუმილით.

კატეგორია: LOVE | ნანახია: 750 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2017