მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 26 » მამათა დარიგებები - მდუმარება
17:17
მამათა დარიგებები - მდუმარება


1. ყველა ბერს უყვარდა მდუმარება.აი,რას წერდა ბერი იაკობი: „ მე მომწონდა სახლიდან სახლიდან სოფლის გარეთ წასვლა,უახლოეს მთებზე ასვლა,სადაც სადაც ვეძებდი ან თავად ვთხრიდი პატარა მღვიმეს.იქ ბუჩქების ტოტებს ვაგროვებდი და მიაწაზე ვშლიდი,ზემოდან კი ფარდაგს ვფენდი მუხლებზე რომ დავმდგარიყავი,ასე ვლოცულობდი საათობით" სხვა დროს იგი თავისი სურვილის შესახებ აბობდა: :მსურდა მეპოვნა რამიე მღვიმე და იქ,ბალახებით ნასაზრდოებს,სასმელად წყალი მქონოდა და ასე,ღვთის სამსახურში მარტოს,ყველასათვის უხილავ ადგილზე,ლოცვებსა და სულთქმაში გამეტარებინა ჩემი ცხოვრება".

2. ბერი პაისის განსაკუთრებით უყავრად მდუმარე უდაბნო,იგი წერდა: „ჰოი,ღვთივკურთხეულო უდაბნოვ!დიდად ეხმარები ქმნილებებს ღმერთან შერიგებაში და მიწიერ სამოთხედ იქცევი, და ველურ მხეცებს შეკრებ,იმ ადამიანის გარშემო,რომელიც შენ დააოკე!" ხოლო სულიერი ცხოვრების მსირველებს ასე მიმართავს: „შეძლებისდაგვარად შეიყვარე არამატერიალური (სულიერი) ცხოვრება,
შეძლებისდაგვარად გათავისუფლდი მატერიალური საგნებისგან,მიუგდე ისინი ღატაკებს,გაიმარტივე ცხოვრება,რომ ამ ქვეყნიური ამაოებისგან განთავისუფლდე და შენს ცხოვრებას აზრი მიეცეს"

3. მდუმარება - სულიერი ცხოვრების პირობაა.ბერი იორონიმე ამასთან დაკავშირებით ასე არიგებდა სულიერ შვილს: „რამდენადაც შეძლებ გაექეცი გარეგნულს,ჩაიკეტე სენაკში.გონება დაძაბე,რომ გადაიშალოს იგი და სულიერი ნათელი იხილო.თქვი: „ როდის დავბრუნდები ბოლოს-დაბოლოს ჩემს სენაკში და დავეყუდები". თავდაპირველად თავი ხელში აიყვანე,მდუმარებისგან დიდ სარგებელს და ჯილდოსაც მიიღებ,შენი სენაკი მიგიზიდავს.განისწავლე და ილოცე.თუ თავად არ განმტკიცდები, სხვებს როგოღა განამტკიცებ ? ხალხი ეკლესიაში სულეირი წყურვილის მოსაკლავად გარბის,რას მივცემთ მათ თუ თავად არაფერი გვექნება, და როგორღა გვექნება თუ ღვტისგან არ გამოვითხოვთ ? ლოცვასა და სწავლებაში იღვაწე,თავად რომ განმტკიცდე და როგორც ღვთის მსახურმა წარმატებას მიაღწიო".

4. მდუმარებაში ყალიბდება საბოლოოდ ჭეშმარიტი ბერი,რომელიც არის „სულიწმინდისგან შობილი".ბერი იოსები ამბობდა: „ჭეშმარიტი ბერი,როცა მორჩილებასა და მყუდროებაში გრძნობებს განანათლებს და გონებას დაიმშვიდებს, და გულს განიწმენდს,მოიღებს მადლს და საღმრთო ცოდნას და ხდება სრული ნათელი,სრული გონება და ისე მოჭარბებულად ღვთისმეტყველებს,სამმა ადამიანმაც რომ მოინდომოს მისი სიტყვების ჩაწერა ,ვერ მიჰყვება მადლის ამ ნაკადას,რომელიც ტალღებად მოედინება და მოგვმადლებს სიმშვიდეს და სხეულში ვნებების უქმომედობას.ღვთაებრივი სიყვარულით ანთებული გულიდან კი აღმოხდება:,,შეაჩერე იესო ჩემო,ტალღები შენი მადლისა,თორემ ცვილივით ვდნები". და,მართლაც ძნელია ამის გადატანა და გონება მჭვრეტელის ტყვეობაშია და თანარსებობს ადამიანი ღმერთთან და ხდება მსგავსი მისი ,მსგავსად რკინისა,რომელიც ცეცხლში გავარვარებული,ცეცხლსავე ემსაგვსება".

5. ბერი იოსები ისიხასტი თავის სულიერ შვილს უდაბნოში მიწვევისას,წერდა: „ჩამოდი აქ, საყვარელო შვილო, თუნდაც ერთი დღით ღმერთზე და ღვთაებრივზე სასაუბროდ.ჩამოდი რომ დატკბე იმით რაც ასე გენატრება.მოუსმინე ველურ კლდეებს,ამ იდუმალ და მდუმარე ღვთის მეტყველთ, რომ სიღრმისეული იდეები გაგიხსნან ამათ და შენი გული და გონება ღვთისკენ წარმართონ.გაზაფხულის შემდეგ აღდგომიდან აგვისტოში მიძინებამდე,აქ მშვენიერია.ღთისმეტყველებენ უტყვი ღვთისმეტყველნიც,მშვენიერი კლდეები და მთელი ბუნება.თითოეული თავისი ხმით ან თავისი უტყვობით.პატარა ბალახსაც კი ხელი რომ დააკარო,მაშინვე ხმამაღლა შემოგძახებს თავისი ბუნებრივი კეთილსურნელებით: „ ეჰეი! ვერ მხედავ ? მე ხომ მტკივა ?" ყველაფერს აქ თავისი ხმა აქვს ; ქარის ქროლვასაც,რომლითაც ყველაფერი მოძარობს.ჰარმონიული და მუსიკალური დიდებისმეტყველება ეგზავნება ღმერთს.აღარაფერს ვამბობ მწრებსა და ჩიტებზე".
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1305 | დაამატა: KrisTaL | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2017