მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 29 » მე შენ მიყვარხარ
13:32
მე შენ მიყვარხარ


 

მე შენ მიყვარხარ

არვიცი...რატომ...მაგრამ...

რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი არ არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ძალიან დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის თქმას.მთავარია შენ იყო კარგად,ხოლო ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ უნდა ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი ეს სამი სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც კი ვიცი შენ თუ გაგახარებს ამ ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ სამი სიტყვის თქმა,მაგრამ ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ სხვა გიყვარს,თურმე რა ხანმოკლეა ადამიანის ბედნიერება:შენ მე გიყვარდი,მე კი თავს ვიფასებდი,ეხლა მე მიყვარხარ,შენ კი...უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი მოვასწარი შენთვის მეთქვა:თუ როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ მინდა შენი სურნელის შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე არ დამცალდა და ისევ აღმოვჩნდი ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ ვერცერთი გოგო ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის ბოლომდე შენი სიყვარულის მსხვერპლი ვიქნები.ალბათ ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე არ ვიცი რა ვთქვა.

არა?!_იცი რას ვიზამ?

შენი სახლის წინ დავდგები და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიანებით,მაგრამ ხომ იცი:"სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!!”

 

 

 ***

ლამაზი იყო მზე იყო მხოლოდ

თეთრი სიზმარი თეთრი ფერია

მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს

შენ კვლავ მითხარი არაფერია

 

*** სიკვდილს სურს, ჭაბუკს სახე დამღადროს,
მითხრას: - დღეიდან ჩემი იქნები.
შენ მაშინ მოხვალ, მაგრამ რაღა დროს, -
სათქმელი უკვე აღარ ვიქნები.
სულითხორცამდე როცა შემიცნობ,
როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული.
შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, -
რომ ხარ უზომოდ შეყვარებული.
ტრფობის მომთმენი აბა ვინ არი?!
მეც დავმარცხდი და... უკვე ვეცემი.
შენ მაშინ მოხვალ, მოუსვენარი,
გვამად როდესაც გადავიქცევი.
როცა ჩამდებენ შავ-ბნელ კუბოში,
ზედ დამაყრიან ცრემლებს ქალები.
შენ მაშინ მოხვალ, და მხოლოდ მაშინ,
ატირდებიან შენი თვალები.
როცა ყოველი ჩაქრება ჩემში,
როს ვიგრძნობ გრილი მიწის სიამეს.
შენ მაშინ მოხვალ მიხაკით ხელში,
და ინანებ, რომ დააგვიანე.
მარტოდ დარჩენილ ჩემს სასაფლაოს
როცა დაათოვს ცივი ფიფქები.
შენ მაშინ მოხვალ; ჰო, მაშინ მოხვალ,
მაგრამ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები
 
 
***
მინდა გიყურო
მინდა გიყურო, გიყურო დიდხანს --
ანამდე, სანამ შენი ხილვა დამაბრმავებს,
საყვარელო!..
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს --
მანამდე, სანამ შენი მოსმენა დამაყრუვებს,
საყვარელო!..
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს --
მანამდე, სანამ შენთან საუბარი დამამუნჯებს,
საყვარელო!..
მაშინ ხომ ვერ დავინახავ, ვერც მოვისმენ შენს
ღალატს, და რომ ვიგრძნო კიდეც
საყვედურს ხომ ვეღარ გეტყვი,
საყვარელო!. .
მოვალ და თრთოლვით შევეხები შენს ნაზ, თოვლივით თეთრ თითებს,
ჩაგხედავ უძირო ზღვისფერ თვალებში,
მერე კი ჩურჩულით გეტყვი:
"ჩემთვის ყველაფერი შენ ხარ, მე შენით ვხედავ მზეს და ცას, ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს".
 
კატეგორია: LOVE | ნანახია: 2277 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024