მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 1 » მიყვარხარ
14:39
მიყვარხარ
 

***

ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა,

ტკივილიანი ცრემლები ცრიან.

ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით,

ანდა შევხვდებით ძალიან გვიან.

ვიცი,წაიღებს დრო ყველა ტკივილს,

გული იმედებს კვლავ ჩაისახავს,

მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო,

ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ!

სანამ მიშფოთებს სულს მოგონება,

სანამ ბოროტი ქარები ქრიან

და სანამ ვიცი, თუკი შევხვდებით,

იქნება უკვე ძალიან გვიან...

 

 

 ***

როდესაც სევდა კვლავ დაიპყრობს გულის ნაპირებს

და მელნის წვეთი კვლავ გაავლებს იისფერ ასოს,

მაშინ მაწვება გულზე დარდი, ტირილს ვაპირებ,

ყოველი წამი იმ დღეების ჩემს გულში მახსოვს...

ჩამავალი მზე ეთხოვება ნაცრისფერ ტალღებს,

ის ყოველ ღამე თავს იკლავს და მერე ფეთქდება,

რომ გვაგრძნობინოს ბუნებისა ჩვენ სილამაზე,

მაგრამ მზის ჩასვლა დღეს რატომღაც ძლიერ ფერხდება

აგერ შორიდან დავინახე უცხო ყმაწვილი,

იგი მოაპობს ბლანტი სივრცის უფორმო ტალღებს,

მირბის უაზროდ, უგზოუკვლოდ, სასოწართვილი

და ჰარმონიას ბუნებისას იგი კვლავ არღვევს

 

***

 როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,

თავმოყრილია რადგან შენში ყველა სიკეთე,

შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც რომ შეშურდება,

ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.

შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,

გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს,

საიდან მოხვალ ასე თბილი ასე უბრალო,

ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე.

არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოეცება,

ვშიშობ ზედმეტი სიყვარულის ცილი დაგწამო,

შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,

ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო.

მე უღვინოთაც შენზე ფიქრში ღამეებს ვათევ,

და სიფხიზლეში შენზე ფიქრში ვხვდები ალიონს,

შენ სიყვარულში დაფერფლილმა ლანდად ქცეულმა,

ჩემო სიცოცხლევ შენი სიცოცხლის მინდა დავლიო.

 

 

 ***

ჩემი ცხოვრება მიდის, ნელია

და ჩემი ტანჯვის გაგება ძნელია

ძნელია გიყვარდეს ვინმე გაგიჟებით,

მაგრამ ჩემს ტკივილს ვერასდროს ვერ მიხვდებით

 

სიყვარულია მუდამ რომ მტანჯავს

და ჩემს თვალებში შენ სახელს ქარგავს

ამ ლექსს თან დიდი გრძნობები ახლავს,

მაგრამ ამის თქმას აზრიც კი არ აქვს.

 

მივყვები ცხოვრების დინების კვალს,

ვუყურებ მე შენს ცრემლიან თვალს,

მაგრამ ეს ცრემლი ეკუთვნის სხვას

და ჩემს ცხოვრებას აზრიც აღარ აქვს

კატეგორია: LOVE | ნანახია: 927 | დაამატა: KrisTaL | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024