მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 11 » მონატრება
23:24
მონატრება



***

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....

 


***

კალამს ავიღებ და მონატრებას
ცაზე ღრუბლებქვეშ ნისლად დავქარგავ
გეტყვი ლამაზო მე შენზე ფიქრებს
ვეღარასოდეს ვეღარ დავკარგავ
მე შენს სიყვარულს ვნებად გავფანტავ
და ჩემს მკლავებში სიკვდილს გავფატრავ
მე უკვდავებას შენში ვეძებდი
და მოკვდავ სიკვდილს შენში დავმარხავ
მოვალ და ბაგეს ბაგით დავნამავ
შენს მკერდზე ვნებას სისხლით დავხატავ
შემდეგ წავალ და სხვას ვინახულებ
იმედი მაქვს რომ აღარ დამძრახავ.



 ***

ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა
რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის
და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა
მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის

როგორ მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი
რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო
მინდა ჰო მინდა რომ დასრულდეს ბრძოლა ჭიდილი
უკანასკნელად სიკვდილის წინ მინდა ვიმღერო

სიტყვები თითქოს მითავდება ბინდი მიტაცებს
და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის
თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ მიტაცებს
სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის


კატეგორია: LOVE | ნანახია: 922 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024