მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 28 » საიდუმლო 1
14:43
საიდუმლო 1



დილა სუსხიანი, მოწყენილი იყო . . . ხალხიც თითქოს ამინდის მაძავდა, გამოუძინებელნი იყვნენ . . . ახალგაზრდებიც ბარბაცით მიდიოდნენ ავტობუსისკენ, ზოგი კი მანქანისკენ . . . უმეტესობა ამთქნარებდა და ერთი სული ჰქონდათ როდის ჩასხდებოდნენ, რომ შეწყვეტილი ძილი იქ გაეგრძელებინათ.
ყველამ თავისი ადგილი დაიკავა, ავტობუსიც დაიქოქა და იმ გზას დაადგა, საითაც ყველას გული მიუწევდა . . . დღე გრძელი აღმოჩნდა, ძალიან გრძელი . . . ყველა გამოაფხიზლა ვიღაცის ფუსფუსმა, შეწყდა მთქნარებაც და მგზავრები ფანჯრიდან გადაშლილ ხედს მიაშტერდნენ. ირგვლივ ლამაზი ბუნება ჩანდა . . . სუსხი ჯერ კიდევ იგრძნობოდა, მალე მინდორს თეთრი კაბა ჩაეცვა და იქაურობა თოვლით შეიმოსა . . . ავტობუსი ზევით მიიწევდა, სადღაც მწვერვალისკენ, თოვლიც უფრო და უფრო მატულობდა . . .
უკვე შუადღეს ყველა დანიშნულ ადგილას იყო. ახალგაზრდებს მოწყენილი სახეები ჰქონდათ, Yყველას ერთი აზრი აწუხებდა: რა უნდა ეკეთებინათ ორი კვირის მანძილზე თოვლით გადაპენტილ ბაკურიანში.
Yმგზავრებმა თეთრ თოვლში ლამაზად ჩაფლული სასტუმრო შეათვალიერეს და თავიანთ ოთახებს მიაშურეს. მოწესრიგდნენ . . . ერთ-ერთმა ცდუნებას ვერ გაუძლო და სასწრაფოდ გარეთ, თოვლში გასვლა გადაწტვიტა. კიბეზე ჩარბოდა, როცა ამომავალი გოგონა იცნო . . .
_ ნანუკა . . . კარგად შემომხედე! ვერ მიცანი?! თამუნა ვარ! . .
თამუნას გახარებული სახე ჰქონდა, ეტყობოდა ძალიან გაუხარდა დიდ სასტუმროში ერთი ნაცნობის აღმოჩენა. აი ნანუკას კი ძალიან დაბნეული სახე ქონდა. ჩანდა აზრზე ვერ მოსულიყო, თუ ვინ იყო თამუნა, რომელიც მის წინაშე ყურებამდე იღიმებოდა და ასე უხაროდა მისი ნახვა. ხათრი ვერ გაუტეხა და თითქოს იცნო . . .
_ ვაა . . . თამუნა, როგორ ხარ?
_ კარგად, კარგად!
გადაკოცნეს გოგოებმა ერთმანეთი და დროებით დაშორდნენ.
_ მემგონი ვიღაცაში ვეშლები, მაგრამ სახელი?! ასე ფიქრობდა და გრძელ დერეფანს მიუყვებოდა პაწაწუნა ჭორფლებით სახემორთული ლამაზი გოგონა, ასეთ გაურკვევლობაში მყოფმა შეაბიჯა ოთახში და სახეზე უკმაყოფილება დაეტყო, როგორც ჩანს ვერ მოიხიბლა სასტუმროს კეთილმოწყობით.

***

მოსაღამოვდა . . . მოერე სართულის ფოიეში სასტუმროს ბინადარნი ტელევიზორს მისჩერებოდნენ, ზოგი კი სასადილოში იყო და ჯერაც ვახშამს შეექცეოდა.
_ თამო როგორია მანდ? თოვლი არის? თოოვს? როგორი სიტუაციაა, კაი ხალხია?
ამ შეტყობინების წაკითხვაზე თამუნას გაეცინა და სასწრაფოდ პასუხიც მისწერა დაქალს, რომელიც რამდენიმე საათში თვითონაც ჩავიდოდა ბაკურიანში, მაგრამ ცნობისმოყვარეობა კლავდა და ვერ ისვენებდა!
_ კი, თაკო, თოვლი არის! შენ გეყოფა და მეტი რა გინდა? სასტუმროც არის რა, არაუშავს, მალე ჩამოდი.
_ ჰო ჩამოვალ, შენ დამელოდე, არ დაიძინო, თორემ თოვლში დაგმარხავ იცოდე!
პირველ დღეს, როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთს უღიმღამოდ თუ ჩაუვლიდნენ გვერდს, სხვა საინტერესო არაფერი ხდებოდა ყველა თავისთვის იყო.
მალე სასტუმროს ეზოში მანქანა გაჩერდა, თაკო ჩამოვიდა, მას თამუნაც მიეგება და სანამ დააბინავებდა, იმის თქმაც მოასწრო, რომ ძველი ნაცნობი, ნანუკა ნახა და დროზე გამოდი, ჯოკერი ვითამაშოთო, - მიაძახა ნომერში შესულს.
ეხლა უკვე სამეული იყო, თამუნამ თაკო ნანუკას გააცნო, და თან ისიც აღნიშნა, რომ ძლივს გაახსენა, თუ საიდან იცნობდნენ ისინი დიდი ხნის წინ ერთმანეთს!
_ ბარში ჩავიდეთ, იქ ჩემი ძმა და მისი მეგობარი ოთო იქნებიან, ბიჭებს გაგაცნობთ და მერე ჯოკერიც დავცხოთო, - იდეა შემოაგდო ნანამ.
ასეც მოხდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბიჭები ფეხბურთის ყურებას აპირებდნენ და ჯოკერისთვის არ ცხელოდათ, მაგრამ, ვაი, რომ ის ჯერ არ იცოდნენ, სასტუმროში ზოგი არხი დაბლოკილი იყო და მათ შორის ისიც, რომელზეც თამაში უნდა ყოფილიყო. ვერც გოგოებმა ითამაშეს ჯოკერი. ნანუკამ თქვა: გვიანია, ჩემს დედიკოს მარტო ვერ დავტოვებო და ნომერში ავიდა.
თაკომ და თამუნამ კი ეზოს მიაშურეს.
_ ლამაზი ღამეა, აქ სულ სხვა ჰაერია, რა სიმშვიდეა?! მართლა საჭირო დროს ჩამოვედით, თაკო. ძალიან იყავი ეხლა შენ აფორიაქებული. . . ცოტას დაისვენებ, გადაერთობი, იმედია აქ მაინც ნორმალური ხალხი იქნება და ნერვებს არავინ მოგვიშლის. აღარ გაიხსნებ იმ ვაჟბატონს, არ დაურეკავ და არც ინერვიულებ! გაფრთხილებ და კატეგორიულად გიკრძალავ უაზრო ნერვიულობას! . . . ასე რომ მოეშვი და შეირგე ეს სუფთა ჰაერი, მე ეჭვი მაქვს, რომ აქ ჩვენ ძალიან კარგად დავისვენებთ და გავერთობით . . . კარგი, წავედით ახლა, თორემ გავიყინე. წინ მთელი კვირა გვაქვს, მოვასწრებთ აქაურობით დატკბობას!

***

მზემ თავისი სხივები ბაკურიანის ულამაზეს ხეობას მოაფრქვია და ირგვლივ ყველაფერი გაბრწყინდა. ხალხი ირეოდა მოედანზე. ზოგი ცხენით სეირნობდა, ზოგი თხილამურებზე ცდილობდა დადგომას, ბევრიც, უკვე პროფესიონალი, მწვერვალიდან ეშვებოდა და ახლად ჩამოსულებს აღაფრთოვანებდა. ბავშვები ციგებით სრიალებდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ისე მხიარულობდნენ, დიდებსაც კი შეშურდებოდათ ხოლმე და მოურიდებლად, მათთან ერთად შემოსკუპდებოდნენ პატარა ციგებზე!
მზე მთებს ამოეფარა და ყინვამაც ცივად და მკაცრად ამოისუნთქა. სასტუმრო ისევ ხალხით გაივსო. ვახშმის შემდეგ ყველამ ისევ ფოიეში, ტელეფიზორთან მოიყარა თავი.
_ ოთო, მოდი რა, ჯოკერი მაინც ვითამაშოთ, თორემ ასე გაგრძელება არ შეიძლება, მოდი, ძმაო, ხალხი ვიპოვოთ და ვითამაშოთ. ლევანი იქვე მდგარ ბიჭს მიუბრუნდა . . .
_ დუელში გიწვევ! . .
_ ბატონო?
_ წამო, ზევით ავიდეთ, ერთიც წამოიყვანე ვინმე და ჯოკერი ვითამაშოთ.
_ აუ, შენ გაიხარე. ახლავე! Lლაშ! ლაშააა! წამო, ბიჭო, ვითამაშოთ!
მეოთხე სართულზე ჯოკერი გაჩაღდა, ოთოს ლუდი მოემარაგებინა და ბიჭებს ჩამოურიგა, ლაშა მოუხერხებლად ეჯაჯგურებოდა, ვერაფრით ვერ გახსნა. ლევანმა შეამჩნია და ჯიბიდან გასაღები ამოიღო, რომ მიშველებოდა. ამ დროს, ლაშა მისი ხელის მოძრაობას აკვირდებოდა და თვალში იარაღი მოხვდა. ბოთლი კი გაიხსნა, მაგრამ ლაშა შეშინებული იჯდა თამაშის დამთავრებამდე, სულ ლევანზე და მის იარაღზე ფიქრობდა. თანაც ამას ხელს ის ფაქტი უწყობდა რომ, გიორგი მისი მეწყვილე იყო და სულ ლაშას გაფუჭებას ცდილობდა, ფიქრობდა, ამას განზრახ აკეთებს, რომ ლევანს ასიამოვოს, ალბათ მასაც ეშინია მისიო. მალე გოგოებიც მოვიდნენ . . .
_ მე, ნანუკა მქვია, ცნობისათვის, ეს თაკოა, ეს თამუნა. ლევან, მოდი ეს ხალხი გაგვაცანი.
_ მე და ოთოს ხომ გვიცნობთ, ეს კი გიორგია, ეს ლაშა!
_ სასიამოვნოა! ჩვენც გვინდა რა თამაში!
_ აგერ, ჩემო კარგო, კარტი, იპოვეთ მეოთხე ვინმე და ითამაშეთ.
იქვე მდგომ გოგოს შეხედეს, ხელში პატარა საყვარელი ბავშვი ეჭირა. ეს Lლანა იყო
_ წამოდი ჩვენთან, ჩემს ნომერში ვითამაშოთ, არ გინდა? შესთავაზა ნანუკამ.
_ კი, წამოვალ, მოიცადეთ ბავშვს მივუყვან დედამისს!
გოგოებს მალე მობეზრდათ თამაში, თუმცა უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჭორაობა არჩიეს. სხვაგვარად როგორ იქნებოდა?! . .
მალე ისევ ბიჭებთან ავიდნენ, იქ კი ყველა თავის თავგადასავალს ყვებოდა, პირველი დღის შთაბეჭდილებებს. აი გიორგი, მისი ძმა დათო და მათი მეგობარი ლაშა კი მაგარ კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩენილან:
კოხტაგორაზე ასულან. იქ საქართველოს დროშა დაუხატავთ თოვლზე. გიორგი კარნახობდა ბიჭებს მობილურით, საით წასულიყვნენ, რომ ლამაზი ფორმა მიეცათ მისთვის და ისე გაერთნენ, რომ ვერ შეამჩნიეს, როგორ მოსაღამოვდა და საბაგიროც გაჩერდა. თავის მოფხანა გვიანი იყო! . . რას არ ეცადნენ, რა არ მოიმოქმედეს, მაგრამ ვერავის გააგებინეს ქვევით, რომ კენწეროზე იყვნენ შემორჩენილები. მხოლოდ ერთი გზა იყო, რომელსაც ვერ აცდებოდნენ. ქურთუკები გაშალეს, თოვლზე დააფინეს, კარგად მოკალათდნენ და ასე სრიალ-სრიალით გადალახეს ყველა დაბრკოლება მწვერვალიდან მთის ძირამდე . . . მეორე დღეს ეს ამბავი მთელმა სასტუმრომ გაიგო.
ყველამ რაღაცაში იპოვა თავისი თავი, მაგრამ Gგიორგი ცოტა არ იყოს დაიჩაგრა.
_ მოდი, ნანუკა, ვიგუნდაოთ, რაა!
_ რა დროს გუნდაობაა, ბიჭო, დადექი თხილამურებზე, ისრიალე!
_ ეხ, თხილამურები ჩემი საქმე არაა, მაგაში არაფერი გამეგება, ციგა კი არ მომაქირავეს, ასე მითხრეს: ძალიან დიდი ხარო, აბა სხვა რა ვაკეთო, არც ვიგუნდავო?
_ მიდი, მიდი, ისწავლე თხილამურებზე, იცი რა მაგარია?!
ბევრი წუწუნის შემდეგ, როგორც იქნა, ნანუკამ გიორგი თხილამურზე დააყენა და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ მასაც მოეწონა!
საღამოს უკვე ერთმანეთისთვის ნაცნობი სახეები შეიკრიბნენ. ბევრს იცინოდნენ, განსაკუთრებით დათოზე, ჯოკერში საშინლად არ უმართლებდა, ტუზს კარგავდა და სულ აგებდა.
ახალგაზრდების ჯგუფს ნელ-ნელა ხალხი შემოემატა, ახლა უკვე თათული, ირაკლი, ლიკა, ნინოც მათ შორის იყვნენ. ერთობოდნენ ახალ მეგობრებთან. რა თამაში არ მოიგონეს, რა არ გაიხსენეს. მსახიობური ნიჭიც ბევრმა გამოავლინა, მერე ერთმანეთს დასცინოდნენ და ზედმეტ სახელებს არქმევდნენ. იქვე სასტუმროს ბარშიც ხშირად ჩადიოდნენ.
_ კარგია არა აქ ყოფნა?!
_ ჰო კარგია, რამდენი ვიბრძოლეთ, ეს ბარი რომ გაეხსნათ?
_ აბა, შენ ეგ თქვი. ლევან, ეს ის ბიჭი არ არის, წუხელ რომ ჯოკერს თამაშობდა თქვენთან ერთად, ლაშა ჰო?
_ ჰო!
_ მერე მარტო რატომ დაჯდა?!
_ ლაშა, მოდი ჩვენთან, მარტო რატომ ჯდები?!
_ ბატონო? ა? არა, არა, იყოს, არა უშავს, ბიჭები არ ჩამოვიდნენ, მე კი ლუდის დალევა მინდოდა და აქ ვარ!
_ ხოდა აქ ჩამოჯექი, შემოგვიერთდი! - ომახიანად მიმართა ლევანმა.
_ კარგით, მადლობთ, შეშინებული თუ დაბნეული მიუჯდა მაგიდას!
ცოტახანში ლაშა დანარჩენებთან ერთად ჩაერთო საუბარში და ცოტა გაშინაურდა! ალბათ დარწმუნდა, რომ ლევანისგან მას საფრთხე არ ემუქრებოდა!

***

დილა, შუადღე და ისევ საღამო, რატომღაც ფოიეში სიწყნარეა, ყველა ერთმანეთს საყვედურობს: მოიფიქრეთ ახლა რამე რაა, ასე უაზროდ ხომ არ ვიჯდებითო!
ბოლოს რომელიღაცამ `გაფუჭებული ტელეფონი~ ვითამაშოთო, თქვა. ზოგს არც კი ახსოვდა ეს თამაში, მაგრამ საბოლოოდ კარგად მოკალათდნენ ერთმანეთის გვერდი-გვერდ და დაიწყეს . . . ლანა, თათული, თაკო, გიორგი, ირაკლი, თამო, ნანუკა, ნინო, ლიკა, ეკა, Lლევანი, დათო და ბოლოს, მათ ოთოც შემოუერთდა, როგორც ყოველთვის, ლუდის ბოთლებით ხელში, ახალგაზრდობის უბადლო მომმარაგებელი იყვნენ ის და ლევანი. მათი სიცილი ალბათ მთელ სასტუმროს ესმოდა, მაგრამ პრეტენზია არავის გამოუთქვამს, ალბათ კეთილი შურით შურდათ კიდევაც ამ მხიარული ახალგაზრდების! ცოტახანში ზოგი დაიღალა, ზოგსაც ძილი მოერია და დასაძინებლად წავიდა. ირაკლი აივანზე გავიდა.
_ აუ, ხალხო, იცით, იქ გვერდით ოთახში კაი რაღაცეები ვნახე, ხილი და რამე, მოდი გადავძვრები და მოვიპარავ . . .
_ ნელა, ბიჭო, არ გადავარდე, ფრთხილად . . . აუ, იმ სიმაღლეა ეს ოხერი, ერთი ნაბიჯი და იქ იქნება. ხედავ რამეს? ფუფსუსებენ გოგოები.
_ აუ, ვიღაცა შემოდის, მე მგონი დამინახეს!
სიცილი ატყდა
_ კაი, კაი, გამოდი, არავინ შეაშინო, პატრული და ეგეთები არ გვინდა ახლა!
ყოველ საღამოს რაღაც ახალი ხდებოდა.
ერთხელ დღისით თაკომ რომ იგმირა, ის არავის დაავიწყდება ალბათ!
მშვენიერ ხასიათზე იყო მხიარული თაკო, ეგონა, რომ უკვე მყარად იდგა თხილამურზე, განსაკუთრებით თამუნას და მის დას აჯავრებდა:
_ მომბაძეთ, ერთხელ არ წავქცეულვარ, არადა პირველად დავდექი წელს, ეს კი უბადლოდ ჩემი სპორტული ჟინის და გამოცდილების დამსახურებაა . . .
ასე მხიარულობდა ის არ დაცემაზე, მაგრამ ერთი ორჯერ მაინც ამოყირავდა. მან და თითქმის ყველა დამსვენებელმა ბევრი იგორავა თოვლში, პირველად რომ თხილამურებზე დადგნენ, მაგრამ ახლა ლოყებაღაჟღაჟებული კმაყოფილი ღიმილით სრიალებდა. ამ დროს უცებ ერთი ბაკურიანელი ასაკოვანი კაცი იცინის და თან გაკვირვებული ხმით ეკითხება:
_ ფეხები არ გტკივა?
_ არა, არ მტკივა! _ ისმის გაოცებული პასუხი.
_ კი, მაგრამ, გოგონა, უკუღმა გაცვია, შვილო! ფეხი რით არ მოიტეხე, მიკვირს!
გარშემო სიცილი ვერავინ შეიკავა, თაკომაც გაკვირვებულმა მიმოიხედა და ისტერიული სიცილი აუტყდა, თვალებიდან ცრემლებიც კი სცვიოდა. ხანში შესულმა, იქვე მდგარ თაკოს მწვრთნელს უხმო, მოაძრე და წესიერად ჩააცვიო . . .
_ გოგო, თხილამურზე დგომა და სრიალი გასწავლე, ისე რომ არ წაქცეულხარ და ეს რა დაგემართა?!
_არ ვიცი, სერგი . . .
სიცილს ვერ იკავებდა, იქვე ჩამოჯდა, ბიჭმა მარჯვად გახადა და სწორად მოარგო ორივე თხილმური, თან თავს აქნევდა გაკვირვებული და იცინოდა . . .
ეს ამბავიც მთელმა ბაკურიანმა გაიგო, შეხედავდნენ თაკოს და ეცინებოდათ. არა ერთი იყო ასეთი კურიოზი, ხან ერთმანეთს ეჯახებოდნენ და უხერხულად გაიშხლართებოდნენ გაყინულ თოვლზე, ხანაც ციცაბო დაღმართიდან დაშვებისას ვერ ანელებდნენ სვლას და რომელიღაცა ბოძს შემოეხვეოდნენ, მერე ისევ კეთილად დასცინოდნენ ერთმანეთს!

კატეგორია: LOVE | ნანახია: 1158 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024