მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 28 » საიდუმლო 2
14:57
საიდუმლო 2

ნინოობა დღეს, საღამოს, მეზობელ სასტუმროში მაგიდის ჩოგბურთში შეჯიბრი გაიმართა. რა თქმა უნდაარც ეს მხიარული სასტუმრო ჩამორჩა ამ ღონისძიებას. სანამ მონაწილეები თამაშობდნენ, გულშემატკივრები სხვა რამითაც ერთობოდნენ.
_ გიორგი, შენი ნომერი, მითხარი ჩავიწერ.
_ ჰო, მოდი ბარემ ჩემი ძმისაც ჩაიწერე!
_ რად მინდა დათოს ნომერი?
_ მიდი რა! ზარი გაუშვი ხოლმე და გააწვალე. ოღონდ მთლად არ გამიგიჟო, კარგი?!
_ ოხ, შენ რა ბუნტის თავი ხარ, კარგი მითხარი, აბა რა ნომერია?!
როგორც იქნა შეჯიბრი დამთავრდა, ირაკლიმ გაიმარჯვა, ყველას უხაროდა, ჩემპიონთან სამახსოვროსურათებიც კი გადაიღეს.
უკვე ღამე იყო. სიმღერ-სიმღერით დაბრუნდნენ სასტუმროში. იქ უკვე ვახშმობდნენ. საქართველოსჰიმნის სიმღერით შევიდნენ სასადილოში და თან ყველას გააგებინეს შეჯიბრის შედეგი.
სასადილოში შემოსულ ახალგაზრდებს მოუსვენრობა ეტყობოდათ, განსაკუთრებით - თაკოს დათამუნას. ყველას ერთად ნინოობის აღსანიშნავად იქვე რესტორანში წასვლა გადაეწყვიტათ დაეშინოდათ, რომ მშობლები არ გაუშვებდნენ. მალე გამოვიდნენ ფოიეში, წუწუნებდნენ გოგოები, რა ვქნათ, რომ არ გაგვიშვან, ყველა წავა და ჩვენ რა დავაშავეთო? მაგრამ ამ დროს იქვე ნანუკა გაჩნდა და იკითხა:
_ რა იყო, გოგოებო, ხდება რამე?
_ რავი აბა, ჩვენ შეიძლება არ გამოგვიშვან!
_ რატოო? კარგი რაა, მე ვეტყვი, აგერ ჩემი ძმაც მოდის, ბიჭები იქნებიან და საშიში არაფერია. დაიცა, დაველაპარაკოთ და გამოგიშვებენ.
ნანუკამ იმდენი ილაპარაკა, რომ თამუნას და თაკოს თორმეტ საათამდე მისცეს დრო და გაუშვეს. მაგრამთურმე თათულის და ლიკასაც იგივე პრობლემა ჰქონიათ, მათთან კი ვერაფერმა გაჭრა.
რვა საათისთვის ყველა გამოიპრანჭა. მარტო თათული და ლიკა იდგნენ მოწყენილი სახეებით ფოიეში დაემშვიდობებოდნენ საქეიფოდ მიმავალ მხიარულ მეგობრებს.
_ თაკო, იცი, მე და თათული ამ საღამოს დათოს რომ ნერვებს ვუშლიდით?
_ რატომ? როგორ?
_ გიორგიმ მისცა, გოგო, ნომერი, ამათაც მეტი რა უნდოდათ და ხან ზარს უშვებდნენ, ხანაც `მესიჯებს~ წერდნენ და არ მოასვენეს, მე კი შორიდან ვაკვირდებოდი მის სახეს, გაოცებული რომ დახედავდა ხოლმემობილურს და გულში ვიცინოდი.
_ გიორგიმ ნომერი მოგცათ, დათო კი ვერ მიხვდა, თქვენ რომ იყავით?
_ ვერა, გოგო, გვერდით ეჯდა თამუნა და ისე ურეკავდა, ის უპასუხებდა თუ არა, გაუთიშავდა. არა მაინცრა დინჯი და უცნაური ვიღაცაა ეს დათო!. რეაქცია არ ჰქონდა ხოლმე, რა მშვიდად იყო?! მერემობილური ჩვენ მოგვცა _ მიდით ერთი რამე პასუხი მისწერეთო.
_ კაი, ნანუკა, შენ პირველი არ ხარ, ვინც ეგ შეამჩნია, არ გახსოვს ჯოკერის თამაშის დროს როგორ ჩუმადიჯდა, ხოლმე მხოლოდ პატარა უკმაყოფილებას თუ შეამჩნევდი, შენ კი გამწარება გინდოდა ყველა ტუზსუფუჭებდი~.
_ ხო გოგო! გავსულელდი!
ასე სიცილით და ჭორაობით მიუახლოვდნენ გოგოები დანარჩენებს.
როგორც იქნა, მანქანებში მოთავსდნენ.
ნეტა, გემრიელი საჭმელი ამ რესტორანში მაინც თუ იქნება? უმეტესობას ეს აზრი უტრიალებდა თავში. მაგიდაც დაიკავეს და ქეიფიც დაიწყო. ლევანი თამადობდა. გიორგი მოადგილეობას ცდილობდა, მაგრამიმდენს ლაპარაკობდა, თან სულ ერთიდაიგივეს ღიღინებდა: `თან წაიღე, თან წაიღე, ჩემი გული თანწაიღე~ . . . მერე ყველას სენივით გადაედო ეს მელოდია. გოგოები დათოს ეხვეწებოდნენ, როგორმე შენიძმა გააჩუმეო. თან უკვირდათ, ძმები ასეთი განსხვავებულები როგორ უნდა ყოფილიყვენენ, ერთი სულჩუმად იყო, მეორე კი სულ ქაქანებდა. სუფრას ნანუკას მეგობრები ნინო და ეკაც შეუერთდნენ, იმ დღესჩამოსულიყვნენ.
Nნინოებს ლამაზი დღე მიულოცეს, მათაც ლამაზად შეიფერეს. თამადა სადღეგრძელოებს არ აყოვნებდა, გიორგი კი ისევ ქაქანებდა. უცებ თაკოს თვალები ჭინკებით აევსო.
_ თამო, მოიცა, ნახე ეხლა რა გავაკეთო, მომე ნომერი!
_ ვისი ნომერი, რა მოგელანდა?
_ აგერ გვერდზე რომ `გოჭი~ მიზის და ტვინი წაიღო ლაქლაქით.
_ აგერ არის, ჩაიწერე, მაგრამ რად გინდა?
_ თაკომ რაღაცის წერა დაიწყო, მალე გიორგის მობილურიც აწკარუნდა, ის შეტყობინებას კითხულობს, მერე ისევ თამადას უსმენს. თაკო კი აგრძელებს. კიდევ ერთი, მეორე და ეხლა უკვე ლოყებპუტკუნა ბიჭიგაბრაზდა და მობილური მაგიდაზე ფიცხად მოისროლა, შეგინებას აპირებდა, როცა უცებ თაკომშეაწყვეტინა:
_ ეგ არ გაბედო!
_ ბატონო?
_ არ შეაგინო!
_ კარგი . . .
გიორგი ისევ ჭიქას მიუბრუნდა, და უცებ გონება გაუნათდა . . .
_ კი მაგრამ შენ საიდან? ეს შენ? . .
თაკო და თამუნას სიცილი აუტყდათ. გიორგი დაბნეული ჩანდა, მაგრამ მერე თვითონაც ბანი მისცაგოგოებს. სუფრის წევრები კი აზრზე ვერ მოსულიყვნენ, თუ რა იყო ამ ისტერიული სიცილის მიზეზი.
გაგრძელდა ქეიფი, მუსიკამაც არ დაიგვიანა. ცოტაოდენმა სასმელმა და მხიარულების წყურვილმა ყველაფეხზე წამოყარა. ბოლოს ქართული ცეკვებიც შეასრულეს გიორგიმ და თამუნამ, ჩანდა, რომ ძალიანკარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს. სუფრის დამთავრებას პირი არ უჩანდა, თაკო, თამუნა და ლანააფუსფუსდნენ, ჩვენი წასვლის დროაო, თამადა კიდევ დროს ითხოვდა, მაგრამ გოგოებმაუფროსებისთვის მიცემული სიტყვის გატეხა არ მოინდომეს და, როგორც, იქნა რესტორნიდანგამოაღწიეს, მათ დათო, გიორგი და ლაშა გამოყვნენ. დანარჩენები კი ისევ ქეიფს აგრძელებდნენ.
_ მოდი, ფეხით წავიდეთ, მართალია, ყინავს, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვცივა?! იძახდნენ ცეკვისგანგახურებულნი.
სიბნელეში ალაგ-ალაგ ანთებული შუქის სხივები გაყინულ თოვლს ბრწყინვალებას მატებდა, მხიარულად მიდიოდნენ სასტუმროსკენ, თამუნა ისევ ურეკავდა დათოს მობილურზე და უთიშავდა, ისკი გვერდით მიჰყვებოდა და ვერ ხვდებოდა ან არ იმჩნევდა? . . უხეიროდ იძახდა: ვიღაცამ შემაწუხა, რაუნდა, ვერ გამიგიაო.
გიორგიმ თამუნას სიცილით გადახედა და ძმას მიმართა:
- მერე მიდი, შენც შეაგინე და მოგეშვება!
- არა, შეგინება არ შეიძლება!
როგორც ჩანს, ის ხვდებოდა, რომ ახლობელი უშვებდა შემაწუხებელ ზარებს.
ასე მიუახლოვდნენ სასტუმროს ჭიშკარს, ყველა თავისთვის მიდიოდა, როცა რაღაც ტყლაპანის ხმაგაისმა. უკან მიიხედეს. თამუნას ფეხი დაუცურდა და სასაცილოდ გაიშხლართა ყინულზე, სანამ ხმასამოიღებდა, ჯერ დაბნეული უყურებდა: დათო, ცოცხალია, თუ არაო - ფიქრობდა: თუ რამე დაიშავა, არაუშავს, რისი ექიმი ვარ, რამეს ვუშველიო. ამასობაში ყინულზე დაბერტყებული გოგოც გაინძრა, ვაიდედას გაიძახდა და თან სიცილს ვერ იკავებდა
_ გთხოვთ!
მოწიწებით მიმართა დათომ და ხელი მიაშველა. ლაშა გაშეშებული იდგა, გიორგი კი სიცილით ხელსიშვერდა თამუნასკენ, ლანა და თაკო ნელა მიიწევდნენ მეგობრისკენ. მათმა სიცილმა არემარე გააყრუა. წამობობღდა თამო, ფეხები ერთმანეთში ებლანდებოდა და თან ძალიან უსრიალებდა, ბიჭებმა, როგორციქნა, მყარად დააყენეს გოგო ფეხზე და სასტუმროშიც შევიდნენ.
გიორგიმ სიცილი ვერ შეწყვიტა, დათოს დასცინოდა, გეეჭვებოდა, არა, ცოცხალი იყო თუ არაო?!
მალე ირაკლი, ნანუკა, ნინო, ლევანი და ოთოც დაბრუნდნენ რესტორნიდან. ფოიეში ისევ ჟრიამულის ხმაგაისმა.
მეოთხეზე შეიკრიბნენ.
_ გოგო, რას შვები კიდევ ზარს უშვებ? ნუ შეჭამე ის ბიჭი.
_ კარგი რაა, არ მოვეშვები, დავიჯერო, ვერ ხვდებაა?
დათო კი მარტო იჯდა ტელევიზორთან და მისგან ჩქამიც არ ისმოდა.
_ უი, დაიცა, `მესიჯი~ მომწერა!
_ ქვევით ვარ, ტელევიზორთან!
_ დედდააააააააააააა, როგორც იქნა, მიხვდა!
_ დათო, იმედია, არ გეწყინება, შენი ძმის იდეა იყო.
უცებ გადააბრალა თამუნამ გიორგის. დათოს არც არაფერი წყენია, იყო თავისთვის მშვიდად.
როგორც ჩანს, სასმელმა ყველა მოთენთა და ზოგი დასაძინებლად წავიდა, ზოგიც კარტს თამშობდა.L
_ ლაშ! წავედი, დათოსაც ძინავს, ოთახი ღია იქნება, არ ჩავკეტავ.
_ კარგი, გიო.
ამის გაგონებაზე ნანუკას თვალები გაუბრწყინდა, თავში რაღაც იდეა მოუვიდა, სასწრაფოდ თამუნასჩასჩურჩულა. მანაც კმაყოფილი სახით თავი დაუქნია და ცოტა ხანში, შეთქმულები მეოთხედან მესამესართულზე ჩავიდნენ. ნელა მიიპარნენ ბიჭების ოთახთან.
_ აუ, სიცილს ვერ ვიკავებ, ნან, დამელოდე . . .
_ მოდი, შემოდი, ჩუმად!
_ ვერაფერს ვხედავ, ვის სად ძინავს ნეტა?
_ ეს რა ხმა იყო? ხვრინავს?
სიცილნარევი ხმით იკითხა გაოცებულმა თამუნამ.
_ მიდი, გოგო, მიდი, დაასხი ქაფი დროზე!
_ დაიცა, თავს ვერ ვხედავ.
_ აიტ!
უცებ გიორგიმ შეყვირა!
შეშინებულები გარეთ გამოვარდნენ და კარებიც გამოიჯახუნეს. დერეფანი სასწრაფოდ გაირბინეს დაისევ მეოთხეზე ავიდნენ.
_ რა გჭირთ, გოგო, ხომ მშვიდობაა?
იკითხეს ბიჭებმა.
_ კი, კი ყველაფერი რიგზეა! - აგრძელებდნენ სიცილს.
_ დაიცა, თამო, ცოტა ხანი, იქნებ ჩაეძინოთ და ისევ შევიდეთ მერე.
_ კარგი, ჰო დაველოდოთ!
ამ დროს კიბეებიდან გიორგის ნამძინარევი სახე გამოჩნდა.
_ რა იყო, რატომ არ მაძინებთ? კინაღამ გული გამისკდა, ქურდები მეგონეთ, წამოხტომას და ცემასგიპირებდით, მაგრამ მერე ნანუკა ვიცანი და გადამირჩით.
_ აუ, გიორგი, თუ არ გინდა შენც გაგქაფოთ, ჩუმად იყავი, მე და თამო ისევ ჩავალთ და დათოსგავქაფავთ, ხომ ძინავს?
_ აუ, მაგას ურო რომ ჩაარტყა თავში, მაინც ვერაფერს გაიგებს, თავი დაანებეთ. მაინც ვერაფერსმიხვდება.
_ ოო, შენ რა გინდა? ჩვენ მაინც გავქაფავთ, ოღონდ თქვენ არ უნდა ჩაგვიშვათ.
_ კარგი, ჰო, თავი დამანებეთ.
დაიბუზღუნდა გიორგიმ ნამძინარევი ხმით. როგორც იქნა იმ ღამეს თამუნამ და ნანუკამ საწადელიაიხდინეს და დათოს იმდენი ქაფი დაასხეს სახეზე თოვლის ბაბუა გეგონებოდათ.
მეორე დილით გოგოები მესამე სართულის ფოიეში ჭორაობდნენ, როცა გიორგი მთქნარებით გამოვიდადა მათ მიესალმა.
_ შენ, აქ რა გინდა გიორგი? ვისი ოთახიდან გამოხვედი? აღიარე ახლა!
ცნობისმოყვარე სახით ჰკითხა თათულიმ.
_ რაა?
მიმოიხედა გიორგიმ ეჭვშეტანილად და თავი მოიფხანა . . .
_ ჩემი ოთახიდან?!
_ რა შენი ოთახიდან, შენ ქვემოთ არ ცხოვრობ?
_ ეს მესამე სართული არ არის?
_ რა მესამე, მეოთხეა!
გოგოებს სიცილი წასკდათ.
_ დაიცა, კაცო, ტელევიზორი ქვემოთ არის, ზევით კიდევ ერთი სართულია, ე.ი. ეს მესამეა.
_ მეოთხეა!
_ კარგით რაა!
_ უყურეთ ერთი, სადღაც იყო შემძვრალი და გვადებილებს ახლა ჩვენ.
_ კარგით, გეყოთ, ახლა! მაგას ჯობია ის გითხრათ, ამ დილით დათოს რა რეაქცია ჰქონდა წუხანდელზე.
_ ჰო მართლა, რაო, რა თქვა?
_ ქაფი რომ დაინახა იატაკზე, თოვლი ვინ შემოიტანაო?! . . მე და ლაშამ დავცინეთ. რა თოვლი, რისთოვლი, ბიჭო, წუხელ გოგოები შემოიპარნენ და ოთახიდან ძლივს გავყარეთო! _ ვუთხარით. რას ჰქვიაგაყარეთ, გოგოების გაყრა იქნებოდაა? სიცილნარევად ჩხუბი დაგვიწყო. ჩვენები იყვნენ მეთქი დაგაუკვირდა _ რა უნდოდათო? გაგქაფეს, ხოდა ესეც ის ქაფია! ჩაეცინა და სულ ეს იყო.
_ ნანუკა, ხედავ, გოგო, რა ჩუმჩუმელა ყოფილაა? გოგოები როგორ გაყარეთო?! ისე ხმას არ იღებს ხოლმედა . . . წაიჩურჩულეს გოგოებმა.
ეს დღეც ჩვეულებრივ თხილამურებზე სრიალში გაატარეს. თაკომ დათოს არყოფნა შენიშნა, დაინტერესდა მიზეზით და მისწერა:
_ ბატონო, დათო ექიმო, როგორ ბრძანდებით?
_ კარგად, გმადლობთ, მაგრამ თქვენს სახელსაც თუ მეტყვით, ქალბატონო, კარგი იქნება, თან ნომერსსახელსაც დავაწერ და მერე . . .
_ რა მერე? თან წაიღე . . .
_ ეშმაკმაც დალახვროს ეგ სიტყვები, მივხვდი!
_ ვინ ვარ?
_ შარაპოვა ხარ . . .
_ არა შეცდი, მაწყენინე! შტეფი გრაფი ვარ!
_ ჰო შემეშალა, მაპატიე. ისე მაგას უფრო ჰგავხარ . . .
_ რაა? ღმერთმა დამიფაროს, მაგას გარეგნულად ვგავდე, აი, პროფესიით შესანიშნავი იქნება . . . რატომ არხარ ჩვენსკენ?
_ მალე შემოგიერთდებით მხიარულებაში . . .
_ ერთი განახა შენი ძმა როგორ იქცევა, გუშინ ხომ ტვინი წაიღო იმ სიმღერით და ახლაც არ ჩერდება: თანწაიღე, თან წაიღე . . .
იმ საღამოს სასტუმროში კიდევ ერთი კურიოზი მოხდა, რატომღაც ირაკლი აქეთ-იქით დადიოდა, ვერისვენებდა, მერე ხტუნაობა დაიწყო, ცდილობდა თავით ჭერს შეხებოდა. ხოდა ზედმეტიც მოუვიდა! ისემიარტყა რომ შუბლი გაიკაწრა და სისხლი წამოუვიდა, ამის დანახვაზე გოგოები დაფაცურდნენ, პირველილიკა წამოხტა, ოთომ გასაღები მისცა, ოთახში იქნებ არაყი იყოს და მოძებნეო! მანაც არ დააყოვნა, თანთამუნა წაიყოლა, ბევრი ეძებეს გოგოებმა არყის ბოთლი, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ეს ამბავი მაინცმშვიდობიანად დამთავრდა. დათომ ხელები აიკაპიწა, ჭრილობა დაუმუშავა და თავიც შეუხვია ირაკლის.

***
წასვლამდე სულ ორი დღეღა რჩებოდა, მეგობრებმა გადაწყვიტეს ეს დღეც ერთად გაეტარებინათ დაკოხტაგორაზე ავიდნენ. მათთან თაკო და თამო არ იყვნენ მხოლოდ, ოჯახთან ერთად მოუწიათ წასვლა. კიდევ ერთი ციცაბო დაღმართი დალაშქრეს, მართლაც ძალიან დიდი საიამოვნებაა თხილამურებითსრიალი და მათაც მაქსიმალურად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა!
კოხტაზე კი დანარჩენებმა უამრავი სურათი გადაიღეს, ნანუკამ ვარდისფერ ქურთუკში ფერიასავითგამოწყობილი თათული წააქცია და თოვლი აჭამა, სასაცილო სანახაობა იყო, თან ჭიდაობდნენ თანგუნდაობდნენ, ერთი სიტყვით დაუვიწყარი დრო გაატარეს მთის მწვერვალზე. დათომ ძალიან ბევრიიბოდიალა და გამხმარი ყვავილებისგან ლამაზი თაიგულები გააკეთა, გოგოებს აჩუქა. საბაგიროშიგანაწილდნენ. ნანუკას თაიგული ვიღაც ` U

კატეგორია: LOVE | ნანახია: 918 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024