მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 28 » საიდუმლო 3
15:12
საიდუმლო 3

 
თეთრხალათიანებმა დაიწყეს ფუსფუსი, გადი-გამოდიოდნენ, ახალგაზრდა ყმაწვილი კი გასისხლიანებულ ხელებს სახეზე იფარებდა და აქეთ-იქით მოუსვენრად დადიოდა, ხან თმებზე გადაისვამდა ხელს და სახეზე ამოუცნობი გრძნობის შტრიხები ეხატებოდა, რა მოხდა, ეს როგორ დაემართა?!
ექიმებს სთხოვდა დახმარებას . . .
_ არ ვიცით ჯერ-ჯერობით, შენ მაინც ხომ იცი, როგორც ხდება ასეთ დროს, დამშვიდდი ძალიან გთხოვ!!
თავი დახარა ბიჭმა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო . . .
_ დაგავიწყდა?
_ რა?
_ აქ მოწევა არ შეიძლება . . . მოსაწევ ოთახში . . .
დარდისგან გათანგული ახალგაზრდა ასე 25 წლის იქნებოდა, თეთრი სვიტერი ეცვა, ჯინსის ქურთუკი და შავი შარვალი. სისხლში ამოთხვრილი მაინც სიმპატიურად გამოიყურებოდა, ოთახში მარტო იყო და სიგარეტს აბოლებდა . . .
ზოგი მის ადგილას პანიკაში იქნებოდა, მაგრამ ის არ გამოხატავდა ზედმეტ ემოციას, გულში კი ცეცხლი ენთო, მანქანის მინაზე ზურგით დაცემული გოგონა ვერ ამოეშალა თვალებიდან. სიგარეტი მოწია და ისევ მისაღებში დაბრუნდა. ისევ გოგონას ამბავი ჰკითხა კოლეგებს, არაფერს ეუბნებოდნენ, მხოლოდ იმას, რომ მთავარ ექიმს უნდა დალოდებოდა . . .
დერეფანში, მოსაცდელ სკამზე ჩამოჯდა, თავი დახარა და ხელებსშუა ჩარგო.
_ დათო, აქ რა გინდა? შენ ხომ შენი ცვლა დაამთავრე?!
_ დიახ, ბატონო გივი . . . მაგრამ ის გოგო როგორ არის?
_ ავარიაში რომ მოყვა? შენ რა? ვინ არის შენი?
_ ბატონო გივი, ის მე გავიტანე, ვერ გამიგია, ეს როგორ დამემართა?!
_ დათო, ყველაფერი კარგად არის, მოტეხილობა აქვს მხოლოდ და მსუბუქი დაბეჟილობები. გამოჯანმრთელდება . . . გადაიცვი ხალათი და შედი, ინახულე, ექიმი ხარ. თვითონაც მშვენივრად მიხვდები ყველაფერს! . .
დათო პალატაში შევიდა, გოგოს ცრემლიანი თვალები მოხვდა პირველი . . . ბიჭი მიუახლოვდა და შეათვალიერა . . . გოგომ ახედა და ჩაეცინა . . .
_ დათო? შენ? შენ ხარ ჩემი ექიმი? შენ გადამარჩინე?
დათომ გაკვირვებულმა შეხედა გოგოს რომელმაც სახელით მიმართა, შეხედა და ეცნო! . .
_ თაკო! მაპატიე. . . მე დაგეჯახე, მგონი წითელზე გავიარე . . .
_ რას ამბობ, რა პატიება, ჩემი ბრალი იყო . . .
_ კარგი, თაკო როგორ ხარ? როგორ გრძნობ თავს?
_ არ ვიცი . . . ვერაფერს ვგრძნობ და მეშინია! . .
_ რისი გეშინია? ყველაფერი კარგად არის! . .
დათო დაიბნა, არ იცოდა, მეტი რა უნდა ეთქვა . . . მზერას ვერ აშორებდა თაკოს ცრემლიან თვალებს და თან ფიქრობდა იმაზე, თუ რა იყო ამ ცრემლების მიზეზი, ის კი აშკარად ჩანდა, რომ მიზეზი არა ფიზიკური ტკივილი, არამედ სულ სხვა რაღაცა იყო.

***

_ ეს როგორ შეგემთხვა, თაკო? ჩემო სიხარულო, არასდროს ხიფათში არ გახვეულხარ და ახლა რა დაგემართა?!
_ რა ვიცი, თამო, რა ვიცი? ქუჩაში გადავდიოდი და მანქანამაც ვერ დაამუხრუჭა . . .
_ სანამ დედაშენი მეტყოდა, გიორგიმ მითხრა, ისე ავფორიაქდი, ვერც ვკითხე, საიდან გაიგო.
_ აუ, გიორგი, გიორგი, თან წაიღე, თან წაიღე!
_ რაღაც შენ ხუმრობის ხასიათზე ხარ, არაფერი გიჭირს!
_ რას შვება, გიორგი? ისევ ისეთი მხიარულია? რამდენი ხანია არავინ მინახავს, შენც კი მომენატრე, ყველას მოვწყდი, ყველა დავკარგე!
_ თაკო, მაგაზე მერე, ისევ დაგვიბრუნდები, მთავარია, მოინდომო, ისე ერთი გამაგებინე, გიომ ასე უცებ საიდან გაიგო შენი ამბავი, Dდათოს ცვლას დაემთხვა?
_ დათოს ცვლას არ დაემთხვა, მაგრამ ის, ვინც გამიტანა, სწორედ რომ ეგ ვაჟბატონი იყო.
_ დათო?!
_ გახსოვს, თამო, ბაკურიანში დათო რომ მოგწონდა, მერე კი იმ გადარეულმა შეგაყვარა თავი!
_ კაი რა, რა დროს ეგ არის?
მობილურის ხმა გაისმა
_ ვინ გირეკავს, თამო? მეც მომიკითხე, ვინც უნდა იყოს . . .
_ ბატონო? ჰო . . . თაკოსთან ვარ . . . ჰო შენ ძმასთან . . . კარგი დაგელოდები . . . მეც! . .
_ ჰა, ვინ იყო, ჯიგარო, გიო?!
_ ხო, გიორგი იყო . . .
კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
_ შეიძლება?
_ შემოდი, დათო . . .
_ ვა, თამო, შენ უკვე მოხვედი? . .
_ გიორგის უნდა უმადლოდე, დათო ექიმი რომ გცნობს, თამო, ბიჭმა გამიტანა და სანამ პალატაში არ შემოვიდა და სახელით არ მივმართე, ვერ მიცნო, ძლივს გამიხსენა. მესმის, მე ვერ მეცნო, თავი მქონდა დარტყმული, ამას კი, მე მგონი თანდაყოლილი ამნეზია აქვს!
_ რას შვები, დათო როგორ ხარ?
_ რა ვიცი, როგორ ვიქნები, ასეთი გიჟი პაციენტების ხელში?!
_ აბა, ეგ თქვი შენ, ჯიუტია არა?! . .
_ არც ისე, მორჯულება მოუწევს!
_ გოგო, როგორ შეიძლება, დათო ექიმს არ ვუჯერებდე, გაგიჟდი?
_ ბევრს წუწუნებს ხოლმე, მაგრამ მე ეგ დიდად არ მეხება, მე ხომ სხვა სფეროში ვარ, მას სხვა ექიმი მკურნალობს!
_ მაშინ ყოველდღე რა გინდა აქ?
სიცილით ჰკითხა თაკომ.
_ შეხედე, უმადურს!
_ ხო მიყურე, მიყურე, გამიტანე, კინაღამ მომკალი და კიდევ შენი მადლიერი უნდა ვიყო?!
_ თაკო!
_ ბატონო?!
_ კარგით რა, რა გჭირთ, რა პატარა ბავშვებივით ხართ! შენ რა დაგემართა ამხელა კაცს, თორემ ამისგან არ მიკვირს, ენა უნდა მოეტეხა ამას, ფეხი კი რა, თავი მაინც არ დაერტყა, სულ გაუტია ახლა! . .
_ ენას ძვალი არა აქვს, თამო, გენაცვალეე! . .
_ ხომ ხედავ როგორი პაციენტია?! ერთი სული მაქვს ბატონი, გივი როდის გაწერს, მერე დავისვენებ მაინც!
ხუმრობა-ხუმრობაში კარებზე ისევ კაკუნი გაისმა . .
_ შეიძლება?
ეს უკვე გიორგი იყო! . .
_ ავადმყოფს სალამი, როგორ ხართ, ხალხნო? შენ ხომ ხარ კარგად, სიხარულო, ხომ დარწმუნდი, რომ კარგად არის?! რას შვები, ძამია, გიჯერებს პაციენტი?
_ გიო! გენაცვალე, თავად როგორ ხარ? რას შვები, ჰა?! შეაბი ჩემი დაქალი და ხარ ხო ასე მხიარულად?
გიორგიმ ხელი გადახვია თამოს და თვალებში შეხედა.
_ შურთ არა?! . .
_ აღარ მღერი `თან წაიღეს~, თუ თან წაიღე ჩემი დაქალის გული? . . .
პალატაში თბილი აურა იგრძნობოდა! თან ერთმანეთს კბენდნენ და თანაც იცინოდნენ ერთმანეთზე . . .
დათო ყოველდღე აკითხავდა თაკოს! ჯიუტი აღმოჩნდა ძალიან . . .
კარზე კაკუნია
_ ასეთ დროს ვინ იქნება დათოს მეტიო, გაიფიქრა თაკომ და შემოდითო დაიყვირა . . .
_ რა გაყვირებს?!
_ რა ვიცი, ორჯერ ვთქვი მობრძანდით - თქო და ვერ გაგაგონე!
_ მატყუარაც გამხდარხარ!
უცებ პალატაში ვიღაცამ თავი შემოყო, ისევ გაიხურა კარი, მაგრამ იმწამსვე კვლავ შემოიხედა.
_ მე მეგონა პალატა შემეშალა!
_ ნანუკაა! როგორ ხარ? შენ საიდან გაიგე, თამომ გითხრა?
_ ეს რა დაგმართნია, თაკო, ხომ კარგად ხარ! თამომ არა, დედაჩემმა მითხრა, ისიც ხომ აქ მუშაობს?! ლევანიც უნდა მოსულიყო. დათო როგორ ხარ? კლავდი, ხოო?!
_ კარგად ნანუკა, შენ როგორ ხარ? რა არ იყო მოსაკლავი თუ? მერე ხმას მაინც ვერ ამოიღებდა! . . .
_ შეიძლება?
_ შემოდით! ვაა, რა ხალხი! რა ხალხი?! ოთო, ლევან, როგორ ხართ, მაინცდამაინც ეს უნდა დამმართნოდა, რომ გვენახა ერთმანეთი?

***
როგორც იქნა თაკო საავადმყოფოდან გაწერეს . . .
გადიოდა დღეები, თვეები და მალე თაბაშირიც მოხსნეს . . . ჯერ კიდევ ხელჯოხით დადიოდა, ეშინოდა, რომ ის ტკივილი არ განეცადა, რაც ავარიის დროს იგრძნო. ამ შიშის გადალახვაში მას დათო ეხმარებოდა, დამოუკიდებლად ოდესღაც ხომ უნდა გაევლო?!
ყოველ დღე, მასაჟების შემდეგ, დათო ცდილობდა, გარეთ გაეყვანა და ერთად ესეირნათ, თავიდან ძალიან გაუჭირდა მისი დაყოლიება, მაგრამ მიზნად თაკოსთვის შიშის დაძლევა ჰქონდა დასახული და ძალ ღონეს არ იშურებდა.
გრძელდებოდა შეყვარებული წყვილის ცხოვრებაც. ხშირად ხვდებოდნენ, სეირნობდნენ და ერთხელაც თამუნა და გიორგი შემთხვევით ლანას და ირაკლის გადაეყარნენ . . . ძალიან გაუხარდათ, გადაკოცნეს ერთმანეთი. საუბარში გაირკვა, რომ ლანა და ირაკლიც რამდენიმე წუთის წინ შემთხვევით შეხვედრილან. კაფეში შევიდნენ, ბევრი ილაპარაკეს, გაიხსენეს ძველი და ახალი. ვერც კი შეამჩნიეს, როგორ შებინდდა, ლანამ წასვლა გადაწყვიტა, ირაკლიმაც გააცილა. თამო და გიორგი ლაშას ელოდებოდნენ, ის კი იგვიანებდა . . .
ბოლოს, როცა წასვლა დააპირეს, ლაშა გულამოვარდნილი და ენაგადმოგდებული შემოვარდა კაფეში . . .
_ რა იყო, მოგდევდა ვინმე?!
_ ხო, არა, ა არ ვიცი, მე მგონი არა!
როგორც ყოველთვის დაბნეულმა მიმოიხედა . . .

***
_ შემაშინე იცი?!
_ გიხდება ცისფერი!
_ გმადლობ, როგორ ხარ?
_ კარგად, თაკო, კარგად, შენთან როცა მოვდივარ, მუდამ კარგად ვარ . . . მაგრამ აი, შენ მუდამ სევდიანი ხარ, სულ ცუდ ხასიათზე, ცდილობ, რომ თავი კარგად მოგვაჩვენო ყველას, მაგრამ რაღაც ფარული იმალება ამ ნაძალადევი ღიმილის უკან . . . მიზეზი კი, რაც ავარიაში მოყევი, მაგის მერე მინდა გავარკვიო, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი გამომდის. რა არის ის დარდი, რომელსაც შენს ცრემლიან თვალებში ამოვიკითხავ ხოლმე, რა არის ის, რაც არ გახარებს, რის დამალვასაც ასე ცდილობ და თავს არ ამჟღავნებ! იქნებ გული გადამიშალო და შენც მოგეშვას!
_ დათო, მაპატიე მე თუ არასწორად გექცევი და ჩემს ცუდად ყოფნასაც შენ გადმოგცემ, დამიჯერე, არ მინდა ჩემს გამო თავს ცუდად გრძნობდე!
_ თაკო, პატიება არაფერ შუაშია, უბრალოდ გიყურებ და ვხედავ ლამაზ, გულჩათხრობილ, გულჩვილ, თვალცრემლიან გოგოს, რომელსაც ძალიან მინდა, რამით დავეხმარო, მაგრამ არ ვიცი, როგორ, არ ვიცი, საიდან და რითი დავიწყო, იქნებ შენ თვითონ დამეხმარო, ერთად მოვუჭრათ შენს ცრემლებს სათავე, ერთად გადავლახოთ ყველაფერი, მინდა ისევ მხიარულს და ბედნიერს გხედავდე, როგორც მაშინ, ბაკურიანში. ნუთუ ასე შეიცვალე იმ ლამაზი დღეების შემდეგ?! ნუთუ ასე შეგცვალა წეილიწადნახევარმა?! ნუთუ შენ ის `შტეფი~ არ ხარ, მაშინ რომ ვიცნობდი?! მხიარული და მუდამ მომღიმარი?! `შტეფი~! ეს რა გამახსენდა?! Gგახსოვს, გიორგი რომ დამცინოდა? `მესიჯი~ მოვიდაო, სახელი კი `შტეფი~ ეწერაო! მართლა შუბლზე აუვიდა თვალები, რა და ვინ არის `შტეფი გრაფიო~? გახსოვს, არასწორად მეწერა თურმე და შენ შემისწორე, გაგეცინა, ეს ასე არ იწერებაო! მხიარული გოგო მახსოვს მე ბაკურიანიდან, თუ მაშინაც იდუმალებით სავსე იყო შენი მწვანე თვალები და მე ვერ ვხედავდი?! . . თუ შენ სურვილი გექნება მე მუდამ გვერდით გედგები, არაფერს გაძალებ, უბრალოდ იცოდე, რომ თუ მოისურვებ, შენთვის არაფერს დავიშურებ.
_ დათო, იცი რაა, არ ვარ ახლა მზად, ყველაფერი თავიდან დავიწყო, გავიხსენო ის ტკივილი და ისევ განვიცადო, არ შემიძლია, ოდესღაც გაიგებ კიდევაც ჩემი ასეთი მდგომარეობის მიზეზს. დრო მომეცი . . .
თაკოს თვალები ისევ აუწყლიანდა, ჩამოჯდა და მიწაზე რაღაც გაუგებარი ფიგურების გამოსახვა დაიწყო, რამდენიმე წამში ისევ წამოდგა და ბიჭს ჩაეხუტა
_ არ გეგონოს, არ გენდობი, უბრალოდ ახლა არ შემიძლია, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, უნდა გამიგო . . .
ამ სიტყვებზე ბიჭს შეეტყო, რომ რაღაც არ ესიამოვნა, მაგრამ გოგო ისევ თბილად გულში ჩაიკრა!

***

_ საით მიგეჩქარებათ, ბატონო გიორგი?
_ რა გინდა დათო? თამუნას უნდა შევხვდე! პრობლემაა რამე?
_ არა, კაცო, რა პრობლემა უნდა იყოს?
ჩაეცინა დათოს
_ რა გაცინებს?
_ არაფერი, ხომ მოდიხარ დღეს, ხომ იცი, რესტორანში ვიკრიბებით!
_ რა არ ვიცი, მე არ გითხარი? ხომ მოდის ყველა?!
_ ეგ მე არ ვიცი!
_ თაკო?
_ თაკო არ ვიცი.
_ კარგი, წავედი, წავედი, დღეს ბევრ დავიწყებულ და დაკარგულ ადამიანს ვნახავთ . .
მოსაღამოვდა, თბილისის ქუჩებში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, ბევრ წყვილს ნახავდით მოსეირნეს, ცასაც ფერმკრთალად დაჰყროდა მოციმციმე ვარსკვლავები. სანაპიროზე სასიამოვნოდ უბერავდა თბილი ნიავი, რესტორანში სტუმრები ნელ-ნელა მოდიოდნენ, სუფრაც გაშლილი ელოდათ . . .
ლაშა, ლიკა, ლანა, ირაკლი, ლევანი, ნანუკა, ოთო, თათული უკვე მაგიდას უსხდნენ, როცა გიორგიმ და თამომ სიცილით შემოანათეს . . .
_ გვეგონა თქვენ ცეკვით შემოხვიდოდით, - ისროლა რეპლიკა ლევანმა.
_ სადაა სიმღერა? დაგვიკარით და დავუვლით . . .
ყველა გადაკოცნეს და სუფრასთან ადგილიც დაიკავეს. მხოლოდ თაკო და დათო არსაიდან ჩანდნენ. ქეიფი მათ გარეშე დაიწყო, მოგვიანებით დათოც შემოვიდა, მაგრამ ეტყობოდა, რაღაც კარგ ხასიათზე ვერ იყო, ყველამ მას შეხედა და მხოლოდ თამუნამ ჰკითხა.
_ თაკო არ წამოვიდა?
_ არა!
მიუჯდა სუფრას გაბრაზებული, კიდევ რომ რამე ეკითხათ, ალბათ ყვირილს ატეხდა, რითაც ყველას გააკვირვებდა. აშკარა იყო, რომ რაღაც ძალიან სწყინდა.

***

დრო გადიოდა. თაკომ, როგორც იქნა, დათოს წყალობით შიში გადალახა და ჯოხიც გადააგდო. ახლა უკვე თავისუფლად დადიოდა. ერთმანეთს თითქოს კარგად ეწყობოდნენ, მაგრამ გოგო მაინც არ ამხელდა თავის გულისნადებს . . .
მტკვრის ნაპირას ჩაკუნცხული, სიგარეტს ეწეოდა დათო, რაღაც ვერ ისვენებდა, ამას წყალში ქვების სროლით გამოხატავდა. წამდაუწუმ კენჭების ტკაპანის ხმა ისმოდა, ხან გზას გახედავდა და თავს დანანებით გაიქნევდა, ეტყობა, ვიღაცას ელოდებოდა. სიგარეტი ჩაიფერფლა, ის წამოდგა, ნაპირს გაუყვა, თან დროდადრო უკან იხედებოდა, ნელა მიაბიჯებდა, უცებ მობილურმა დარეკა, ძლივს მოძებნა ქურთუკის ჯიბეში, სიჩქარისგან კინაღამ გაუვარდა . . .
_ ბატონო?!
_ დათო მე ვარ . . .
_ თაკო, სად ხარ? გელოდები, საიდან რეკავ?
_ არა აქვს აზრი საიდან ვრეკავ, უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, დღეს ვერ გამოვალ, მაპატიე! . .
_ თაკო, მოხდა რამე? გინდა გამოგივლი?!
_ არა, დათო, არა!
_ მაგრამ, მე ხომ გელოდები ამდენი ხანია!
_ ვიცი, ჩემო კარგო, ვიცი . . . მაპატიე!
_ ხომ კარგად ხარ, შეგემთხვა რამე?
_ არაფერი, არაფერია, ახლა უნდა წავიდე, დაგირეკავ მერე, მაპატიე!
_ ალო, თაკო! ალო!
მობილური სწრაფი მოძრაობით ჩაიდო ჯიბეში, ნაბიჯსაც აუჩქარა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა! ***
 
 
 
კატეგორია: LOVE | ნანახია: 918 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 siyvaruli   (02.05.2010 22:07) [Entry]
admin ragac dausrulebelia :S

cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024