მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2010 » ივნისი » 21 » სიმდაბლეზე (თავმდაბლობაზე)
23:46
სიმდაბლეზე (თავმდაბლობაზე)


ინფორმაცია ფაილზე:
დასახელება:  სიმდაბლეზე (თავმდაბლობაზე)



მამათა გამონათქვამები -სიმდაბლეზე (თავმდაბლობაზე)

მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმ. იოანე სინელი

მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
წმ. იოანე სინელი

ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

ჭეშმარიტი სიმდაბლის ნიშანია, როცა სულს საერთოდ არ სჯერა თავისი კეთილი საქმენი და მუდამ ცდილობს, შეიძინოს ისინი.

უკეთესია საკუთარი უძლურების და ნაკლოვანებების შეგრძნებით სიმდაბლის მოპოვება, ვიდრე ყალბი გამოსწორების იმედით ამპარტავნებაში ჩავარდნა.
წმ. ამბროსი ოპტელი



ყველა წმინდანი აღიარებდა თავის უღირსებას ღვთის წინაშე, ამით განცხადდა მათი ღირსება, რომელიც სიმდაბლეში მდგომარეობს.
წმ. ფილარეტ მოსკოველი

სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ მიუტევო ძმას, რომელმაც შენს წინაშე შესცოდა, მანამდე, ვიდრე იგი შენდობას ითხოვდეს.

რწმენა იმაში მდგომარეობს, რომ თავმდაბლობითა და მოწყალებით იცხოვრო.
წმ. პიმენი დიდი

ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს.
აბბა დოროთე

სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი

გიყვარდეს თავმდაბლობა - იგი ცოდვისაგან დაგიცავს.
წმ. ანტონი დიდი

უნდა შეგეძლოს, ყოველ სიტყვას, რასაც გაიგონებ, ასე უპასუხო - შემინდე, რადგან თავმდაბლობა ბოროტის ყოველგვარ მახეს ანადგურებს.
წმ. ანტონი დიდი

ყოველ შენს საქმეში თავმდაბლობა შეინარჩუნე.
წმ. ანტონი დიდი

უფალს სურს, რომ ადამიანი გმუდმებით უხმობდეს მას თავმდაბლად: „ვინ ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, რომ შენ ინებე მიწაზე მოსვლა, ხორცშესხმა და ჯვარცმა ჩემთვის, რათა აღმადგინო მე ხრწნილებისა და სიკვდილისაგან და გამხადო შენი დიდებისა და ღვთაებრიობის თანამოზიარე და მემკვიდრე?" როცა ამგვარი თავმდაბლობით განიმსჭვალები და იაზროვნებ, უფალი მყისვე მოვა შენთან, სული სიმართლისა დამკვიდრდება შენს გულში. რა არის ღვთისათვის იმგვარად სათნო და სასურველი, როგორც შემუსვრილი და მორჩილი გული და თვითდამდაბლებული ფიქრი?! ასეთ თვითშემმუსვრელ სულში დაივანებს და მკვიდრობს უფალი.
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1142 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 naniko   (23.06.2010 15:03) [Entry]
kai siaxle iko ;)

cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024