ხელში მეჭირა გათიშული ტელეფონი და მე ვტიროდი,
ვტიროდი უხმოდ ფანჯრის იქით წვიმაც ტიროდა,
უარი მითხრა ტელეფონი დაკიდა წყნარად,
და მე შემატოვა მარტოობა და გულგრილობა.
გაბეზრებული ხმით მოიხადა ბოდიში მხოლოდ,
გული ბორგავდა ხეებს
შორის ქარი დაქროდა,
ვიდექი მარტო და ვიცოდი რომ
დღეის შემდეგ,
რომ დღეის იქით
შენზე ფიქრის ნებაც
არ მქონდა...
***
წასვლა გინდა? წადი..
არვინ გაკავებს
სადაც წახვალ ღმერთი
ყველგან გფარავდეს.
დაგედევნო? - რატომ? შენ
ხომ სხვისი ხარ,
შენ ხომ უკვე
სხვისი ლანდის ჩრდილი
ხარ.
წასვლა გინდა? წადი...
არვინ გაკავებს,
შენთვის ლოცვას ღმერთთან მაინც აღვავლენ
განშორების ამ ტკივილსაც დავითმენ
და ღვითის მადლით
სიმღერასაც დავიწყებ...
წასვლა გინდა? წინ
რისთვისღა დაგიდგე?
შენ ხომ ჩემი
ვერასოდეს გაიგე!
არც კი ღირხარ
იქნებ ამის საფასურ,
მაგრამ მაინც შემორჩები ჩემს წარსულს....
***
ვიცი შენ არ იცი და ალბათ ვერც
გაიგებ,
რომ ერთმა გოგონამ ოცნებით გატარა.
ო, არა ძვირფასო შენ რას გაიგე,
მე ალბათ შენს
თვალში ბავშვი ვარ
პატარა,
რომელსაც გრძნობები თოჯინა
ჰგონია,
რომელმაც არ იცი
რა არის დარდები,
და ალბათ სიყვრულიც არ გაუგონია.
მე კი შენ
ოცნებით სულ თავზე
გევლები,
ისე ვით მქროლავი ნიავი დილის.
თუმცა რად გინდა
შენ ბავშვის ცრემლები?!
ბავშვი ხომ უბრალო
წყენაზეც ტირის...
***
ჩემი სიყვარულის ღმერთი,
სხვისი სალოცავი გახდა,
ასეთი დარდი და სევდა როგორ
ავიტანო ახლა,
ჩემს ღმერთს დღეს
სხვა უნთებს სანთლებს
თუმც ჩემებრ მას
როგორ სწამხარ.
ჩემი სიყვარულის გლოვა,
სხვისი სიხარული გახდა,
გრძნობა ჩემეული წრფელი
ვერა და ვერაფრით ახდა,
ჩემი სიყვარულის ღმერთი
სხვისი სალოცავი გახდა.
|