ინფორმაცია ფაილზე: დასახელება: არ მსურს ავტორი: გიგა თათარაშვილი
არ მსურს რომ მქონდეს ურიცხვი ქონება სასახლეები და ოქრო–ვერცხლი არ მსურს მე ტკბობით ვკარგო გონება და დღე და ღამე ვანთხიო გესლი
არ მსურს მეფობა და არც ბრძენობა მე ხომ მტვერი ვარ, მიწისგან ქმნილი არც შექება მსურს და არც დიდება ჩემს ვიწრო გზაზე უფლისკენ ვივლი
არ მსურს სიმდიდრე, არ მსურს ჯიპები არ მსურს ღრეობა, ღვინით ჭიქები, არ მინდა ცხოვრება გავლიო ქეიფით დიდებულ ტახტზე თბილი ლეიბით
არ მინდა ვსდიო ამაოებას არ მინდა ვიწყო შენება გოდლის გულს სიხარული ვერ ეღირსება ბედნიერება უფლისგან მოდის
არ მინდა შევქმნა ფუჭი სამოთხე არ მსურს ვიცხოვრო თვითშექმნილ ძეგლში ქვეყნიერება უფლის გარეშე უსულდგმულოა საკუთარ ნეშტში.
არ მინდა ფუჭი ამაოება არ მსურს სიყალბე დროთა და ჟამთა დღენი წავლენ და წლები გაირბენს თან ამ ყველაფერს წაიღებს მასთან.
ჩემთვის სიმდიდრე უფლის რწმენაა ჩემი მიზანი მყოფობა მასთან ჩემთვის სამოთხე თვით უფალია და არა ხეხილი ედემის ბაღთან.
|