*** ალზე შორს იყავ საბოლოოდ რომ გამიღიმე... მე შემოგხედე... ჩავიკეცე... დიდხანს ვიტირე... მერე ავდექი,მაგრამ უკვე ვეღარ გიხილე... უკვე წასულხარ,გაქცევიხარ ჩემს დიდ ტკივილებს... როგორ მიყვარდი,და რა უცებ დამრჩა სიცივე... ახლა კი ვხვდები,რა ატირებდათ თურმე ტირიფებს...
*** მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ... ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_ "მე შენ მიყვარხარ"... ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს, და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _ "მაგიჟებ მე შენ " . . . გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ, ამას მიხვდები . . . ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _ "მე შენ მჭირდები ". . . ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ , თვალებში თხოვნა მიწერია _ ნუღარ დამტოვებ ! . . . მე ახლა ნახატს სასოებით, კრძალვით გიხატავ. ამ ნახატს ვარქმევ სათაურად "მე შენ მიყვარხარ ". . .
*** ნუთუ მიყვარს?? დავწვები და მისი სახე მელანდება, ნუთუ მიყვარს?? ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს, მაგრამ ამ გულს სიყვარული რომ არასდროს განუცდია?! არ მინდა, რომ ჩემი თავი დავარწმუნო, ნუთუ მიყვარს?? ღამით, ფიქრით ძილგატეხილს, მე ჩემს თავზე მეცინება, მომასვენე ფიქრის ხროვავ, მომასვენე! მოდი ჩემთან, ჩამეხუტე სიმარტოვევ! ჩუმად, გულში ვამბობ, ვფიქრობ - ნუთუ მიყვარს?? ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს!!
***
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა, ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე. ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და, როგორც ბავშვი, დავიწყებ ტირილს. ასე გაივლის წამება, ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი: როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი, მომეფერები. თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის
|