*** ჩემი ცხოვრება სავსეა შენით, შენი სუნთქვით და თვალების ფერით, თმებით,ტუჩებით, ალერსით,მზერით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჩემი დღეები სავსეა თმენით, ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით, მხრებით,მკლავებით,თვალებით,ყელით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჭორით,ოცნებით,იჭვნეულ სენით, ზღვა სიყვარულით,პატარა წყენით, მთელი სიცოცხლე სავსეა შენით, ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ, ასე მგონია ვსულდგმულო შენით.
*** იცი?- შენთან იოლია სუნთქვა და იცი? შენთან იოლია ყოფნა... ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი "მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?" იცი? თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა და სხვაგვარად მომეპარა ღამე... და სანამ ძილს უმკლავდება თვალები დაგიწერო ჩემო, მინდა რამე.. და სიზმარში მოგეპარო მალულად არ მელი და არ მიცქერი როცა... დავიხარო ფრთხილად, ღამე მოსხმულმა ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა იცი? შენთან გასაოცრად ვიღიმი მენატრები, გეძახი და გიცდი მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და... ყურთან გითხრა, გიჩურჩულო... იცი?
*** თვალებს შეუძლიათ- იცინონ თვალებს შეუძლიათ -იტირონ თვალებს შეუძლიათ -იცქირონ, შემდეგ დაღლილებმა-იძინონ თვალებს შეუძლიათ- შეყვარება თვალებს შეუძლიათ -დავიწყება თვალებს შეუძლიათ -მოგონება თვალებს ძალუძს შეჩვენება, ბოღმის შეჩერება, შეკავება თვალებს ბევრის გული შეუცვლია თვალებს ბევრი რამე შეუგრძვნიათ სანამ სიყვარული იარსებებს თავალებს ყველაფერი შეუძლიათ
*** გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი, აპრილს ჩავუსახლდეთ გულში, ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე, ჩუმად გაკვირდება ნუშიც. ხელი არ გამიშვა , შემისისხლხორცე და ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს, სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია, მხრებში გამართული ვივლი. გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები, რომ შენ გამელუმპო თქეშით, მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი, ჩიტივით შეგიფარებ მხრებში. სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია, მაგრად მომიჭირე ხელი, ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო... ალბათ უშენობა შემშლის...
*** ბევრი იმედი გაწბილდება, ბევრი ოცნება გაცივდება... მაგრამ არასდროს არ გცილდება - ქალი, რომელიც გიყვარს. ხანდახან ყოფნა გაძნელდება, და სიმარტოვე გაგრძელდება... მაგრამ არასდროს არ გბეზრდება - ქალი, რომელიც გიყვარს. წლებმა იციან გამეტება, სულს ბინდისფერი დაედება... მაგრამ არასდროს არ ბერდება - ქალი, რომელიც გიყვარს. თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა, მალე ბალახი მოგედება... მაგრამ არასდროს არ მოკვდება - ქალი, რომელიც გიყვარს.
|