Google განყოფილება YouTube Movies-ს სრულფასოვან
ონლაინ-კინოთეატრად გადაქცევას უპირებს. ამასთან დაკავშირებით საძიებო
სისტემის მესვეურები ჰოლივუდის კინოსტუდიებთან მოლაპარაკებებს უკვე
აწარმოებენ. სავარაუდოდ, პროექტი წლის ბოლომდე განხორციელდება.
ფილმების ნახვა მიმდინარე რეჟიმში იქნება შესაძლებელი. ამბობენ, რომ კინოგაქირავების ახალი სურათის ხილვა 5 დოლარი ეღირება და საიტზე ის DVD-ის გამოსვლასთანავე გამოჩნდება. ფასიანი სერვისი თავდაპირველად აშშ-ის ტერიტორიაზე გავრცელდება, შემდეგ კი მისი გეოგრაფია თანდათან გაიზრდება.
აგვისტოს ბოლოს Google-მ ვიდროჰოსტინგ YouTube-ის ფილმების განყოფილება წარმოადგინა, რომელიც მხოლოდ კინოფილმებს შეიცავს. ამ დროისთვის მისი კოლექცია 400-ზე მეტ უფასო ფილმს ითვლის.
2010 წლის იანვარში YouTube-ზე ფასიანი ფილმების მექანიზმის ტესტირება მოეწყო. 10 დღის განმავლობაში Google-მ, რომელმაც კინოფესტივალ Sundance-ის პროგრამა წარმოადგინა, 10 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავა.