*** მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი, ძვირფასო მოსვლლა რად გაგიძნელდა? ძვირფასო რისთვის დაიგვიანე? ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს , მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს, ასე გაივლის წამება ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით მოხვალ დაღლილი მეტყვი როორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები, თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი , და ეს თვალები ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის..
*** გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით, ტუჩის შეხებით, კოცნით კი არა! -მოალერსებით, გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით, ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი. დაგიკოცნიდი- სულს, გულს, თვალებს ასე სევდიანს, ბაგეს მთრთოლვარეს, მერე გულში ჩაგიხუტებდი. დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან, და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს, დაგიკოცნიდი- ღიმილს, ცრემლებს, "ნეტას" ნაღვლიანს, შენ რომ გდომოდა, მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი!"
*** როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის და იმედიც თითქმის დაილია,გაიხსენე რომ მზე გათბობს... მის მაგივრად ნიავი გეფერება და ჩუმად ყურში ჩაგჩურჩულებს: მიყვარხარ! ყვავილები მის მაგივრად გიღიმიან და მთვარე კი გფარველობს და კიდევ ერთხელ გეუბნება, რომ სიყვარული ყველაზე ძნელია ამ ქვეყანაზე.... ...დღეს რომ შენ საყვარელ არსებას "გაებუტე" ქვეყნის დაქცევა ნუ გეგონება,ეს ხომ სიყვარულის განუყრელი ნაწილია?! ...დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა შეგეძლოს... ...იცოდე გულწრფელ თვალებს არ ეღალატება და თუ გენდობა აუცილებლად უყვარხარ... 1) ნუ იცხოვრებ ილუზიებით, იყავი რეალისტი, მაგრამ არა პესიმისტი. 2) გახსოვდეს რომ, შენ ამ დიდი სამყაროს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ. 3) იცოდე თითოეული ადამიანი უნიკალურია..
|