მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ







კატეგორიები
ონლაინ კინო
ფილმები
თამაშები
პროგრამები
ფოტოშოპი
ვიდეოები
კლიპები
მუსიკა
სურათები
მობილურისთვის
გაკვეთილები
Counter-Strike
სხვადასხვა
LOVE
ანეგდოტები
შესვლის ფორმა
 
ლოგინი:
პაროლი:
 
 
  რეგისტრაცია
პაროლის შეხსენება
 
მინი-ჩეთი
თამაში კრესტიკ ნოლიკი
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 16 » მინდა შემოგწირო ჩემი სიყვარული
17:08
მინდა შემოგწირო ჩემი სიყვარული


***
შენი შუქი მინდა,შენი ჩრდილი მინდა
ჩვენი შეცდომები შენდობილი მინდა
უზომოდ მიყვარხარ და ყვირილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის მე სიკვდილი მინდა
შენით რომ თენდება ის აისი მინდა
თავი განაცვალო, გაგახარო მინდა
შენით დანახული ეს სამყარო მინდა
შენდა შესაწირად ეს ქვეყანა მინდა
შენთვის ქვეყნის შვიდი საოცრება მინდა
შენი ალერსი და მოფერება მინდა
ყველა წამის შენთან გატარება მინდა
შენი რასაც ქვია ყველაფერი მინდა


***
მინდა შემოგწირო ჩემი სიყვარული,
ჩემი ოცნებები, ჩემი სიხარული,
ჩემი ამბორი ხარ ვნებაარეული,
კვლავაც შენ დაგეძებ,როგორც მთვარეული...
დამღალა ფიქრებმა,დამღალა ლოდინმა,
ფუჭად გავლილმა ცხოვრების წუთებმა,
მე მაინც მარტო ვარ,ვითარც მარტოსული,
ციდან წვიმის წვეთი ნაზად წამოსული...
შენი სიყვარულით ყოველთვის ავინთები,
შენი მოფერებით არასდროს დავიღლები,
როცა არ მოხვალ ცრემლად დავიღვრები,
შენი ცხოვრებიდან უკვალოდ წავიშლები


***
წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
ჰშოფთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?" და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან...
თუნდ კეთილ მეფე როდის არს მოსვენებული?
მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

კატეგორია: LOVE | ნანახია: 1686 | დაამატა: Buti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
cellpadding="0" cellspacing="0" width="100%">
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი *:
თქვენი Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 
 

ძებნა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
ონლაინ ფოტოშოპი
ონლაინ ხატვა
VAR.GE


Dezign By BeatiFuL & Motherboard © 2024