***
არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ
თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა
კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად
ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ
არ გტკივა...
გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ
თითებს?..
თვალებს....რას უზამ
თვალებს?....
***
კალამს ავიღებ და მონატრებას
ცაზე ღრუბლებქვეშ ნისლად
დავქარგავ
გეტყვი ლამაზო მე შენზე ფიქრებს
ვეღარასოდეს ვეღარ დავკარგავ
მე შენს სიყვარულს ვნებად გავფანტავ
და ჩემს მკლავებში სიკვდილს გავფატრავ
მე უკვდავებას შენში
ვეძებდი
და მოკვდავ სიკვდილს შენში დავმარხავ
მოვალ და ბაგეს
ბაგით დავნამავ
შენს მკერდზე ვნებას
სისხლით დავხატავ
შემდეგ წავალ და სხვას ვინახულებ
იმედი მაქვს რომ
აღარ დამძრახავ.
*** ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე
წმინდაა
რომ მისი ფასი
დედამიწაზე არავინ იცის
და ერთადერთი მე რის გამოც
სიკვდილი მინდა
მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის
ო როგორ
მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი
რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო
მინდა ჰო მინდა
რომ დასრულდეს ბრძოლა
ჭიდილი
უკანასკნელად სიკვდილის წინ
მინდა ვიმღერო
სიტყვები თითქოს
მითავდება ბინდი მიტაცებს
და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის
თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ
მიტაცებს
სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის
|