მთავარი » 2010»ივნისი»8 » MTV Movie Awards 2010-ის კინოპრემიის გამარჯვებული გამოვლინდა
15:10
MTV Movie Awards 2010-ის კინოპრემიის გამარჯვებული გამოვლინდა
ინფორმაცია
ფაილზე: დასახელება:MTV
Movie Awards 2010-ის კინოპრემიის გამარჯვებული გამოვლინდა
კალიფორნიის ქალაქ უნივერსალში გამართულ ცერემონიაზე,”წლის საუკეთესო ფილმად” კრის ვეიტცის ვამპირული საგა ”ბინდი, ახალმთვარობა” დასახელდა, - იუწყება სააგენტო ”რია-ნოვოსტი”. პირველი ადგილისთვის მას კონკურენციას ”ალისა საოცრებათა სამყაროში”, ”ჰარი პოტერი”, ”ავატარი” და ”მალჩიშნიკი” ვეგასში” უწევდა.
”წლის საუკეთესო მსახიობი ქალი” -კრისტენ სტიუარტი გახდა, რომელიც ამ წოდების მფლობელი უკვე ზედიზედ მეორე წელია არის.
”წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად” - კი რობერტ პეტინსონი აღიარეს. აქამდე ის MTV-ის ”გლობალური მასშტაბის ვარსკვლავის” სტატუსს ატარებდა.
ნომინაციაში ”წლის საუკეთესო კოცნა” ისევ სტიუარტმა და პეტინოსნმა გაიმარჯვეს, ფილმში ნაჩვენები მათი ამბორი საზოგადოებამ საუკეთესოდ ჩათვალა.
ამ ნომინაციაში მათ მეტოქეობას სანდრა ბალოკისა და რაიან რეინოლდსის, ტეილორ სვიფტისა და ტეილორ ლოტნერის და ზოე სალდანასა და სემ უორტინგტიონის წყვილი უწევდა, - იუწყება Newsru.com.