*** ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი!!! სანთელს უნთებდა ღვთიშობლის ხატებს შეყვარებულზე ფიქრობდა, იგი ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს იწვოდა სანთელი ნელა თითქოს სიყვარულს ეკიდა ცეცხლი, ყველა ერთ სანთელს უცქერდა ქურდმა ბიჭმა კი დაწერა ლექსი: ჩემო სიცოცხლე,როგორ მიყვარხარ მე უშენობით არ მყოფნის გონი მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ, და თავს მოვიკლავ მოვიკლავ მგონი!!! და თუ სიყვარულში არა მაქვს ბედი და თუ სიყვარულმა ტანჯვა მომიტანა, რისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად დედი? ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა?! ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი და შესცქეროდა ანთებულ სანთლებს, რა არის ქალი ფიქრობდა იგი, რა შეუცვლიათ ამ ქვეყნად ქალებს? და ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა მზე დამანახა და ცის ნათელი, ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა და მხოლოდ ენთო "ქურდის სანთელი”..
*** იყო გოგონა და იყო ბიჩი ღმერთმა საჩუქრად უბოძა ნიჭი ეყვარებოდათ ერთურთი მუდამ ბოროტ ხალხს მათი გაყრა კვლავ სურდათ მათ ხომ იცოდნენ სიკვდილის გარდა ვერვინ გაყრიდა ამ ორს გზის გაღმა თუმცა სიკვდილი ეწვიათ მაშინ როცა არ ელოდნენ და იყვნენ გზაში მოტოციკლეტი გზას ღაფავს სწრაფად თუმცა მუხრუჩმა უმტყუნა ამ წამს ბიჭმა შენიშნა თუმცა ის დუმს ნერვიულობა მისი არ სურს მისცა გოგონას მან დინჯად შლემი ამ საქციელით იგი მას შველის ეჭვი არააქვს გოგონას იმის სატრფოს ხმა რომ მას ბოლოჯერ ესმის აი გათენდა დღე თითქოს ნათელი და ყვლას აჩვენეს ახალი ამბები მომხდარა ავარია იმ ქუჩის ბოლოს და იქვე იპოვეს მტირალი გოგოც რომელსაც დასდის ცრემლები ნელა მას ეკარგება სიცოცხლის რწმენა სატრფოს კვლავ ნახავს ამის ხომ სჯერა სიყვარულისთვის ისწავლა ფრენა
*** დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები. რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია. სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას. და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების. მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია, ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია
|