პატარა მიხო გაოცებული უყურებს ეზოში მისთვის გაბმულ საქანელაზე გიჟივით მოქანავე მიტუას. - რასა შვრები, პაპა, არ გადმოვარდე! - ექიმმა მითხრა, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეო!..
*****
ნარკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა. - ეს ვინ არი, ტო? - იკითხა ერთმა. - ეს სომალელი ლტოლვილია! - დაასკვნა მეორემ. - ვა, სომალიც დავკარგეთ?! - გადაირია მესამე.
*****
დიდი ხნის უნახავმა თანასოფლელმა გურულებმა ერთმანეთი მოიკითხეს. ერთმა
შესჩივლა მეორეს, - მესამედ გავიკეთე კუჭის ოპერაცია, იმდენი ფული
დავხარჯე და ძლივს გადავრჩიო! მეორემ უპასუხა: - შე კაი კაცო, შენც
რას ჩააცივდი ამ კუჭს, ყველა ბრმა ნაწლავის ოპერაციას იკეთებს, შედარებით
იაფიც ჯდება და კარგად არიანო.
*****
–მამი,მამი,სკოლაში დიდთავას მეძახიან. –მერე,სცემე,შვილო. –ჰო,მაგრამ ვიწრო დერეფნებში დარბიან.
*****
ჭიჭიკია მრგვალ სახლს აშენებს. ბონდოია გაოცებულია: - კი მარა, რათ გინდა ეს მრგვალი სახლი? - ბიჯო, სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე მე მომეციო!...