ჭიჭიკიას და შერლოკ ჰოლმსს ერთ კარავში სძინავთ. გამთენიისას ჭიჭიკია აღვიძებს ჰოლმსს: - მაღლა, ვარსკვლავები რომ ჩანს, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს, ბატონო ჰოლმს? - სამი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დროს, გამთენიისას, შეიძლება მოხდეს დიდი მიწისძვრა!.. - მიწისძვრა კი არა - კარავი მოგვპარეს, კარავი!
*****
სამსახურში თანამშრომელთა საატესტაციო ტესტი-გამოცდა ტარდება. გამოცდიდან სახეაჭარხლებული ჭიჭიკია გამოვარდა, კარი მიაჯახუნა და სიმწრის ოფლი მოიწმინდა. - რა ქენი? - მივარდა ნაზიკია. - რა უნდა მექნა, ისეთი ტესტი შემხვდა, სირცხვილით დავიწვი კაცი. - მაინც რა ეწერა ასეთი? - "სად ეზრდებათ ქალებს ყველაზე ხშირი და ხვეული თმა”-ო. აბა, ამისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, ვერაფერიც ვერ დავწერე, ჩავიჭერი... - სწორი პასუხი თუ იკითხე მაინც, რა არის? - ზიმბაბვე ყოფილა! - მერე? - რა მერე, ქალო, კაცი დავბერდი და მაგ ადგილს თუ ზიმბაბვე ერქვა, პირველად გავიგე!